03:30 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-05-07 15:55:44, 1816 ნახვა

კომენტარი
კალაძე - „რუსთავი 2“-ის წინააღმდეგ ხელისუფლების მიზანმიმართულ ქმედებებს გამოვრიცხავ

თბილისის მერი და "ქართული ოცნების" გენერალური მდივანი კახა კალაძე „რუსთავი 2“-ის წინააღმდეგ ხელისუფლების მიზანმიმართულ ქმედებებს გამორიცხავს.

კალაძე აცხადებს, რომ საქართველოში სიტყვის თავისუფლებას არავინ არ ზღუდავს. 

„სიმართლე გითხრათ, საერთოდ არ ვიცი, რა სარჩელზეა ლაპარაკი. დღეს საქართველოში ჩვენ გვაქვს თავისუფლება და ყველა ტელევიზია, ყველა ჟურნალისტი თავისუფალია, თქვენ არავინ არაფერს არ გიზღუდავთ და ამის ძალიან ბევრი ნათელი მაგალითი შემიძლია მოგიყვანოთ, თუნდაც ბოლო დღეების სიუჟეტები. მე ვერ ვხედავ ამის პრობლემას, რომ საქართველოში ვინმე ვინმეს ზღუდავდეს. პირიქით, ჩვენ გვაქვს ზედემოკრატია და ზეთავისუფლება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

შეგახსენებთ, რომ სამაუწყებლო კომპანიის 9%-ის მფლობელი ნინო ნიჟარაძე რუსთავი2-ს 26 მილიონ ლარს ედავება. ტელეკომპანიის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას შეფასებით, ნიჟარაძის უკან ხელისუფლება დგას და მთავარი მიზანი “რუსთავი 2“-ის სარედაქციო პოლიტიკის შეცვლაა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics