|
2019-05-06 19:13:04, 1411 ნახვა
პოლიტიკა
ლადო კახაძე: ადამიანებს აქვთ რწმენა, რომ ეშველება თბილისის იმ პრობლემას, რომელიც ამორტიზირებულ შენობა-ნაგებობებს ეხება
მთაწმინდის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ლადო კახაძე ძველი, ამორტიზირებული შენობა-ნაგებობების აღდგენის აუცილებლობაზე საუბრობს. „ეს ურთულესი გამოწვევაა, ვიცი რომ ამ კუთხით ნაფიქრია, შესანიშნავად განხორციელებული პროექტებიც უკვე თვალსაჩინოა. ადამიანებს აქვთ რწმენა, რომ ეშველება თბილისის იმ პრობლემას, რომელიც ამორტიზირებულ შენობა-ნაგებობებს ეხება და განსაკუთრებით ეს თავმოყრილია ძველ თბილისში, განსაკუთრებით მთაწმინდაზე“ - განაცხადა ლადო კახაძემ მთაწმინდის რაიონის მოსახლეობასთან შეხვედრაზე. მისი თქმით, არის კიდევ ურთულესი თემა - კულტურული მემკვიდრეობის საკითხი. „აქ არის ძალიან რთული გამოწვევები. ამ სტატუსის მისანიჭებლად აუცილებელია მისი სწორი აღქმა და რევიზია , რათა უუფლებო მესაკუთრენი, გახდნენ ღირსეული მესაკუთრენი და კაპიტალურ შენობაში მათ ჰქონდეთ დაკანონებული ის უფლება, რომ შემდგომ ქალაქგანვითარებითი პროექტების შესრულების დროს, ისინი თანაბრად ლაპარაკობდნენ იმ ჩვენთვის საშველ ძალასთან, რომელსაც ინვესტიცია ჰქვია, ინვესტორები ჰქვია“ - განაცხადა ლადო კახაძემ. ლადო კახაძემ მადლობა გადაუხადა მხარდაჭრისთვის დედაქალაქის მერს კახა კალაძეს, რომელსაც, მისი თქმით, ბევრი საქმე აქვს გაკეთებული და საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძეს. „ჩემი ოფისის კარი 24 საათის განმავლობაში ღიაა თქვენთვის და ნებისმიერ დროს, თითოეულ თქვენგანს შეგეძლებათ როგორც საკუთარ ოჯახში მოხვიდეთ და დაგროვილი პრობლემების შესახებ ვისაუბროთ, რომლის მოწესრიგებაც დაწყებულია და სადაც შეიძლება ამ პრობლემების მოგვარების, თქვენი ადგილისა და როლის დანახვა - ჩემთან და ჩვენთან ერთად“ - განაცხადა ლადო კახაძემ.
(NS)
შსს-ს ცენზურის დეპარტამენტის წარმომადგენელი - სასამართლომ არ უნდა მიიღოს ფორმალური გადაწყვეტილებები
ევროპარლამენტარი მიხაელ გალერი: საბჭოთა საქართველო რეალობად იქცევა
FBI-ის ხელმძღვანელი რუსეთში „უჩვეულო და მგრძნობიარე“ ვიზიტს გეგმავს
ზურაბიშვილი ვახო სანაიას დაპატიმრებაზე: ტოტალური ცენზურა, რუსული სტილით
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)