|
2019-05-06 17:23:10, 1332 ნახვა
პოლიტიკა
8 მაისს პარლამენტის რიგგარეშე სხდომა გაიმართება
„ბიუროს დასრულებისთანავე პარლამენტი მიმართავს საქართველოს პრეზიდენტს მიმდინარე კვირაში რიგგარეშე სხდომის მოწვევის თაობაზე", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე. განისაზღვრა 8 მაისის რიგგარეშე სხდომის დღის წესრიგი: საქართველოს ორგანული კანონის პროექტი „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს შრომის კოდექსი" ცვლილების შეტანის შესახებ, მესამე მოსმენით და კანონპროექტი „საელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ" საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე. კანონპროექტის მიღების შედეგად, საქართველოს ეკლესიის, სამოციქულო საყდრის, დამაარსებლის – წმინდა ანდრია მოციქულის ხსენების დღესთან ერთად, 12 მაისის უქმე დღედ გამოცხადების საფუძვლად განისაზღვრება ასევე ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის დღეც - იმედის დღე. პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ოპოზიციონერი კოლეგის საპასუხოდ განმარტა, თუ რატომ გახდა საჭირო რიგგარეშე სხდომის მოწვევა. მისი განცხადებით, - „წინა კვირაში ამ კანონის მესამე მოსმენით მიღება არ იყო შესაძლებელი, იმიტომ რომ დაჩქარებული წესით არ იხილებოდა კანონპროექტი. ჩვენ წინა კვირაში მივიღეთ ის მეორე მოსმენით, ტექნიკურად იყო შეუძლებელი იმ კვირაში ამ კანონპროექტის მესამე მოსმენით მიღება, ჩვენც არ გვინდოდა საგანგებოდ შევკრებილიყავით რიგგარეშე სხდომაზე. 12 მაისი არის შემდეგი კვირადღე, აქედან გამომდინარე ერთადერთი გამოსავალი იყო ამ კვირაში რიგგარეშე სხდომის ჩანიშვნა". ბიურომ ახალი საკანონმდებლო ინიციატივები კომიტეტებს გადაუნაწილა განსახილველად. ასევე განიხილეს საორგანიზაციო საკითხები.
შსს-ს ცენზურის დეპარტამენტის წარმომადგენელი - სასამართლომ არ უნდა მიიღოს ფორმალური გადაწყვეტილებები
ევროპარლამენტარი მიხაელ გალერი: საბჭოთა საქართველო რეალობად იქცევა
FBI-ის ხელმძღვანელი რუსეთში „უჩვეულო და მგრძნობიარე“ ვიზიტს გეგმავს
ზურაბიშვილი ვახო სანაიას დაპატიმრებაზე: ტოტალური ცენზურა, რუსული სტილით
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)