|
2019-05-06 12:45:22, 1355 ნახვა
პოლიტიკა
სააკაშვილი: საქართველო იქნება დუბაი და სინგაპური დემოკრატიული ელფერით - აქ დიდი გეგმები მაქვს
ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, მას საქართველოში დიდი გეგმები აქვს. როგორც სააკაშვილმა აღნიშნა, საქართველო განვითარების ახალ გზაზე უნდა გადავიდეს. „საქართველოში დიდი გეგმები მაქვს. საერთოდაც მგონია, რომ საქართველო გადასარჩენია. მე ახლა ყველა ქართველი ემიგრანტის კონსოლიდირებას ვახდენ მთელ მსოფლიოში. წინ დიდი ყრილობა გვაქვს მიუნხენში და ჩვენ დავიწყებთ საქართველოს გადარჩენას, საქართველოს ისევ განვითარების ლიანდაგებზე დავაყენებთ. მჯერა, რომ უკრაინა ჩვენი რეგიონის ზესახელმწიფო იქნება, მაგრამ იმავდროულად საქართველოც იქნება ყველაზე წარმატებული ქვეყანა უკრაინის ფონზე. საქართველო პატარა ქვეყანაა და მისი სწორი განვითარების რელსებზე გადაყვანა ადვილია. საქართველო იქნება სინგაპური, დუბაი, ჰონკონგი - დემოკრატიული შეფერილობით. უკრაინა იქნება ზესახელმწიფო. ის ჩემს სახლად ვთვლი, მაგრამ საქართველოს გადარჩენა ჩემთვის პირველი რიგის საკითხია. ეს არ ნიშნავს, რომ მე კიევში არ ჩავალ. აუცილებლად ჩავალ უკრაინაში, შემდეგ კი თბილისში“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
შსს-ს ცენზურის დეპარტამენტის წარმომადგენელი - სასამართლომ არ უნდა მიიღოს ფორმალური გადაწყვეტილებები
ევროპარლამენტარი მიხაელ გალერი: საბჭოთა საქართველო რეალობად იქცევა
FBI-ის ხელმძღვანელი რუსეთში „უჩვეულო და მგრძნობიარე“ ვიზიტს გეგმავს
ზურაბიშვილი ვახო სანაიას დაპატიმრებაზე: ტოტალური ცენზურა, რუსული სტილით
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)