|
2019-05-05 11:25:47, 1359 ნახვა
პოლიტიკა
მამუკა ბახტაძე - ჩვენი ურთიერთობა ნატოსთან, ევროკავშირთან და ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორ აშშ-თან ასეთ მაღალ დონეზე არასდროს ყოფილა
ჩვენი ურთიერთობა ნატოსთან, ევროკავშირთან და ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან, ამერიკის შეერთებულ შტატებთან, ასეთ მაღალ დონეზე არასდროს ყოფილა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა „შაბათის ქრონიკაში" სტუმრობისას განაცხადა. პრემიერის შეფასებით, ეს არის დიდი წარმატება და მთავრობა მის კიდევ უფრო გაღრმავებას აპირებს. მამუკა ბახტაძის თქმით, მთავრობა ყოველთვის მიიღებს იმ გადაწყვეტილებებს, რომელიც საქართველოს ეროვნულ ინტერესებშია. „ჩვენ დიდი ხნის განმავლობაში ინტენსიურად ვცდილობდით, მიგვეტანა ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილი ჩვენი დასავლელი პარტნიორებისთვის, რომ შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების გარეშე წარმოუდგენელია, ვისაუბროთ მდგრადი უსაფრთხოების სისტემებზე ევროპული, თუ ევროატლანტიკური ოჯახისთვის. ნატოს ბოლო ინიციატივების მიხედვით, სწორედ შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოება ხდება მთავარი პრიორიტეტი ალიანსისთვის და ეს არის ძალიან დიდი წარმატება. ისევე, როგორც ევროკავშირმაც დააფიქსირა ერთმნიშვნელოვანი პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
შსს-ს ცენზურის დეპარტამენტის წარმომადგენელი - სასამართლომ არ უნდა მიიღოს ფორმალური გადაწყვეტილებები
ევროპარლამენტარი მიხაელ გალერი: საბჭოთა საქართველო რეალობად იქცევა
FBI-ის ხელმძღვანელი რუსეთში „უჩვეულო და მგრძნობიარე“ ვიზიტს გეგმავს
ზურაბიშვილი ვახო სანაიას დაპატიმრებაზე: ტოტალური ცენზურა, რუსული სტილით
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)