|
2015-06-26 16:43:03, 506 ნახვა
პოლიტიკა
ირმა ინაშვილი: ანგარიშის შემდეგ აშშ-დან უნდა გამოწვიონ საქართველოს ელჩი
„პატრიოტთა ალიანსის“ გენერალური მდივანი ირმა ინაშვილი აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის დასკვნას ეხმაურება. ინაშვილი მიიჩნევს, რომ ეს დასკვნა საგარეო საქმეთა სამინისტროს უმოქმედობის შედეგია, მინისტრი თამარ ბერუჩაშვილი უნდა გადადგეს, და ამერიკიდან საქართველოს ელჩი არჩილ გეგეშიძე უნდა გამოიწვიონ. „სახელმწიფო დეპარტამენტის დასკვნა ესაა საგარეო საქმეთა სამინისტროს უმოქმედობის, ან წინა რეჟიმის სასარგებლო ქმედებების შედეგი. მინისტრი ბერუჩაშვილი უნდა გადადგეს. ასევე, ამერიკიდან უნდა გამოწვიონ საქართველოს ელჩი! ეს მინიმუმია, რაც ხელისუფლებამ უნდა გააკეთოს“, - აცხადებს ირმა ინაშვილი. ცნობისთვის, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა დასკვნა გამოაქვეყნა, სადაც საქართველოში მიმდინარე მოვლენებია შეფასებული. დოკუმენტის თანახმად, აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო მთავრობები ცენტრალური მთავრობის კონტროლის მიღმა რჩებიან და მათ მხარს რუსი სამხედროები უჭერენ. დეპარტამენტმა შსს-ს და პროკურატურის საქმიანობაც შეაფასა. დოკუმენტში ნათქვამია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ პოლიციელბის წინააღმდეგ 2013 წელთან შედარებით, 2014 წელს გაცილებით მეტი დისციპლინური ღონისძიება გაატარა. აქვე, დეპარტამენტის განცხადებით, გენერალურმა პროკურატურამ უნდა გამოიძიოს პოლიციის მიერ ძალაუფლების ბოროტად გამოყენება, როდესაც დაკავებისას რამდენიმე ეჭვმიტანილმა სხეულის დაზიანება მიიღო. დეპარტამენტის დასკვნაში ნახსენებია, რომ საქართველოში ოჯახური და ქალთა წინააღმდეგ სხვა სახის ძალადობა კვლავაც მნიშვნელოვან პრობლემად რჩება.სიტყვისა და პრესის თავისუფლება, კი, ძირითადად, დაცულია და მოქალაქეებს უფლება აქვთ მთავრობა გააკრიტიკონ
მაკრონმა სტარმერს მადლობა გადაუხადა და საფრანგეთსა და ბრიტანეთს შორის თანამშრომლობის გაგრძელება გამოაცხადა
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
პოლონეთმა ზელენსკის მიერ დაბრუნებული „თეთრი არწივის ორდენის“ მიღება დაადასტურა
გვარამია ენმ-ზე - ხალხი ერთ პარტიაშია და ბრიფინგებით, სატელევიზიო ეთერებით და სტატუსებით ელაპარაკება ერთმანეთს და წყევლის და აგინებს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვორონეჟში რაკეტსაწინააღმდეგო ნახევარგამტარების ქარხანაზე იერიში მიიტანეს
რუსეთი შავ ზღვაში თურქულ გემს თავს დაესხა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)