|
2019-05-03 15:39:56, 3045 ნახვა
პოლიტიკა
საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის სადელიმიტაციო კომისიის შემადგენლობა მთავრობის უახლოეს სხდომაზე დამტკიცდება
საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის სადელიმიტაციო კომისიის განახლებული შემადგენლობა მთავრობის უახლოეს სხდომაზე დამტკიცდება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ჟურნალისტებს თემის კომენტირებისას განუცხადა. დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე საუბრისას მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ორი ქვეყნის შესაბამის უწყებებს შორის პირველივე დღიდან ინტენსიური კომუნიკაცია არსებობდა. „მეყველა მინისტრისთვის მქონდა დავალებული აქტიური კომუნიკაცია, მათ შორის ბუნებრივია, ძალიან აქტიურად საუბრობდნენ საგარეო საქმეთა მინისტრები და მოგეხსენებათ, მიღწეულია შეთანხმება. რაც შეეხება თავად კომისიას, მას ბოლო პერიოდის განმავლობაში რეალურად არ უმუშავია. აქედან გამომდინარე, ჩვენ განვაახლებთ კომისიას, მას ხელახლა დავამტკიცებთ და ეს სავარაუდოდ მთავრობის უახლოეს სხდომაზე, მომდევნო კვირას მოხდება. ამის შემდეგ დელიმიტაციის საკითხებზე საუბარი ორი ქვეყნის კომისიის ფარგლებში გაგრძელდება. ამ პერიოდის განმავლობაში კი, ბუნებრივია, დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ცალკეულ მიმართულებებზე იქნება მიმოსვლის ის პრაქტიკა, რომელიც მანამდე არსებობდა. დარწმუნებული ვარ, ჩვენ და ჩვენი აზერბაიჯანელი მეგობრები ამ საკითხს გადავწყვეტთ ისე, როგორც ჩვენს მეგობრობას და ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორობას შეეფერება", - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
შსს-ს ცენზურის დეპარტამენტის წარმომადგენელი - სასამართლომ არ უნდა მიიღოს ფორმალური გადაწყვეტილებები
ევროპარლამენტარი მიხაელ გალერი: საბჭოთა საქართველო რეალობად იქცევა
FBI-ის ხელმძღვანელი რუსეთში „უჩვეულო და მგრძნობიარე“ ვიზიტს გეგმავს
ზურაბიშვილი ვახო სანაიას დაპატიმრებაზე: ტოტალური ცენზურა, რუსული სტილით
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)