|
2019-05-03 13:17:57, 1354 ნახვა
პოლიტიკა
„რა ფეტიშიზმია გაბატონებული ევროპის მიმართ?!“ - მარშანია განათლების კანონში სიტყვა „ლიბერალურის“ ნაცვლად, „ეროვნულის“ ჩაწერას ითხოვს
„საქართველოს პატრიოტების“ წევრი ადა მარშანია „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონიდან სიტყვა „ლიბერალურის“ ამოღებასთან დაკავშირებით, ოპოზიციის კრიტიკას გამოეხმაურა. დეპუტატმა საკითხთან დაკავშირებით საკუთარი პოზიცია დააფიქსირა და აღნიშნა, რომ ტერმინის „ლიბერალურ-დემოკრატიული“ ნაცვლად, კანონში „ეროვნულ-დემოკრატიული“ უნდა ჩაიწეროს. „მივმართავ საქართველოს მოსახლეობას და ჩვენს საზოგადოებას, ძალიან ცუდი რამე ხდება ე.წ. საქართველოს პარლამენტში დღეს. აქ ხდება მანიპულირება ტერმინოლოგიით და საშინელ ბავშვთა კოდექსს მიიღებს მალე საქართველო ამ პარლამენტის წყალობით, სადაც თავდაყირაა ყველაფერი დაყენებული, ჩვენი იდენტობა, ჩვენი ეროვნული ფასეულობები, ისტორია, ჩვენი გმირების თავდადებული ბრძოლა, ყველაფერი არის თავდაყირა. ბავშვების გადაგვარების გზაზე გინდათ თქვენ დააყენოთ ქვეყანა! არ გამოგივათ ეს ამბავი! ლიბერალურ-დემოკრატიულის მაგივრად, ეროვნულ-დემოკრატიული ჩავწეროთ. რა პრეტენზია გაქვთ გამოჩენილო ლიბერალებო?! რა არის ეს, რა გამრუდებული აზროვნების დეპუტატები ჰყავს ქვეყანას, რა გჭირთ ხალხნო, რა დაგემართათ?! რა ფეტიშიზმია აქ გაბატონებული ევროპის მიმართ?! ფეტიშიზმით უნდა ვიცხოვროთ ჩვენ თუ საღი აზროვნებით ჩვენი ეროვნული ტრადიციებიდან გამომდინარე?!“, - განაცხადა ადა მარშანიამ. ცნობისთვის, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დღეს „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებათა პაკეტს უყარეს კენჭი, რომელიც კანონიდან სიტყვა „ლიბერალურის“ ამოღებას ითვალისწინებს. კანონპროექტი ჩავარდა, ვინაიდან მას მხარი 61-მა დეპუტატმა დაუჭირა, მისაღებად კი, 76 დეპუტატის მხარდაჭერა იყო საჭირო. ცნობისთვის, „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონიდან სიტყვა „ლიბერალურის“ ამოღების ინიციატივა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე გენადი მარგველაშვილს და დეპუტატ ნუკრი ქანთარიას ეკუთვნით. კანონპროექტში ნათქვამია, რომ მოქმედი კანონის მე-3 მუხლი, რომელიც ზოგადი განათლების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის ძირითად მიზნებს ადგენს, „ბავშვის უფლებების შესახებ“ კონვენციის მოთხოვნებსა და სულისკვეთებას არ შეესაბამება. უფრო კონკრეტულად, მოქმედ კანონში ზოგადი განათლების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის ერთ-ერთ მიზნად განსაზღვრულია: „მოსწავლის გონებრივი და ფიზიკური უნარ-ჩვევების განვითარება, აუცილებელი ცოდნით უზრუნველყოფა, ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება, ლიბერალურ-დემოკრატიულ ღირებულებებზე დამყარებული სამოქალაქო ცნობიერების ჩამოყალიბება, მოსწავლის მიერ კულტურულ ფასეულობათა პატივისცემა, ოჯახის, საზოგადოების, სახელმწიფოსა და გარემოს წინაშე უფლება-მოვალეობების გაცნობიერებაში ხელის შეწყობა“. რაც შეეხება მარგველაშვილისა და ქანთარიას ინიციატივას, ისინი ჩანაწერის შემდეგი რედაქციით შეცვლას ითხოვენ: „მოსწავლის გონებრივი და ფიზიკური უნარ-ჩვევების განვითარება, აუცილებელი ცოდნით უზრუნველყოფა, ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება, ლიბერალურ-დემოკრატიულ ღირებულებებზე დამყარებული სამოქალაქო ცნობიერების ჩამოყალიბება, მოსწავლის მიერ კულტურულ ფასეულობათა პატივისცემა, ოჯახის, საზოგადოების, სახელმწიფოსა და გარემოს წინაშე უფლება-მოვალეობების გაცნობიერებაში ხელის შეწყობა“.
შსს-ს ცენზურის დეპარტამენტის წარმომადგენელი - სასამართლომ არ უნდა მიიღოს ფორმალური გადაწყვეტილებები
ევროპარლამენტარი მიხაელ გალერი: საბჭოთა საქართველო რეალობად იქცევა
FBI-ის ხელმძღვანელი რუსეთში „უჩვეულო და მგრძნობიარე“ ვიზიტს გეგმავს
ზურაბიშვილი ვახო სანაიას დაპატიმრებაზე: ტოტალური ცენზურა, რუსული სტილით
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)