|
2019-05-03 10:00:45, 1327 ნახვა
პოლიტიკა
პარლამენტში ვახტანგ გომელაურს მოუსმენენ
პარლამენტში დღეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსს, ვახტანგ გომელაურს მოუსმენენ. ვახტანგ გომელაური დეპუტატების წინაშე ყოველწლიური ანგარიშით წარდგება, ფორმატი კი ნახევრად დახურული იქნება. კერძოდ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის ანგარიშის მოსმენის ნაწილი ღია იქნება, ხოლო კითხვა-პასუხის დროს სხდომა დაიხურება. ფორმატი მიუღებელია საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილისთვის, რომელიც მოითხოვს, რომ ღია იყოს კითხვა -პასუხის ეტაპი. „ეს არის სრული უაზრობა, ჩვენს კითხვებს გავიმეორებთ გარეთაც, ჩვენი კითხვები არ უნდა დახურონ, შემდეგ ბატონი სუს-ის უფროსმა გადაწყვიტოს რომელ კითხვაზე პასუხისას უწევს ისეთი რამის თქმა, რომელიც შეიცავს სახელმწიფო საიდუმლოებას და ამას მაინც ნახავს საზოგადოება. იმიტომ, რომ ჩვენი კითხვების უმრავლესობა ეხება ისეთ საკითხებს, რომელზეც საჯაროდ საუბარი არა თუ შეიძლება, არამედ საჭიროა. მაგალითად; ჩვენი ქვეყნის მთავარი საფრთხის, ჩრდილოელ მეზობელთან დაკავშირებით რა ზომებია მიღებული“, - აღნიშნა გიგა ბოკერიამ. საპარლამენტო უმრავლესობა კი განმარტავს, რომ სხდომის დახურვა იმ ინფორმაციების გასაჯაროების თავიდან აცილების მიზნით ხდება, რაც შესაძლოა, სახელმწიფო ინტერესების საზიანოდ იყოს გამოყენებული. სხდომა 12:00 საათზეა ჩანიშნული.
შსს-ს ცენზურის დეპარტამენტის წარმომადგენელი - სასამართლომ არ უნდა მიიღოს ფორმალური გადაწყვეტილებები
ევროპარლამენტარი მიხაელ გალერი: საბჭოთა საქართველო რეალობად იქცევა
FBI-ის ხელმძღვანელი რუსეთში „უჩვეულო და მგრძნობიარე“ ვიზიტს გეგმავს
ზურაბიშვილი ვახო სანაიას დაპატიმრებაზე: ტოტალური ცენზურა, რუსული სტილით
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)