02:24 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-05-02 19:47:54, 1902 ნახვა

კომენტარი
გახარია - ადამიანები, რომლებიც პოლიციელს „მიჩმორებულს“ უწოდებენ, ჩვენს მომავალს ვერ შექმნიან, ამის საშუალება არ უნდა მივცეთ

"ადამიანები, რომლებიც ნახევარი საათით შემოდიან მხოლოდ იმისთვის, რომ ტელევიზორის ეკრანზე გამოჩნდნენ და პოლიციელს „მიჩმორებული“ დაუძახონ, ჩვენს მომავალს ვერ შექმნიან“, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, დასკვნითი სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

გახარიამ პლენარულ სხდომაზე ოპოზიციის წარმომადგენლების განცხადებები შეაფასა და შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს მიმართა:

„მინდა მივმართო საქართველოს რიგით მოქალაქეებს, ასევე თითოეულ პოლიციელს, მეხანძრე-მაშველს, მესაზღვრეს, ყველა იმ ადამიანს, რომელიც დგას დღეს საოკუპაციო ხაზთან და პატრულირებს, თითოეულ რიგით თანამშრომელს შინაგან საქმეთა სამინისტროში, დღეს ჩვენ ყველამ ერთად დავინახეთ, რომ ამ ქვეყანაზე უნდა ვიზრუნოთ ჩვენ, უნდა მოვუაროთ ჩვენ ყველამ ერთად იმიტომ, რომ სხვანაირად ის რაც დღეს აქ ხდება, როდესაც ადამიანები ნახევარი საათით შემოდიან მხოლოდ იმისთვის, რომ ტელევიზორის ეკრანზე გამოჩნდნენ და პოლიციელს „მიჩმორებული“ დაუძახონ, ეს ადამიანები ჩვენ მომავალს ვერ შექმნიან. ამ ადამიანებს ჩვენი მომავალის შექმნის საშუალება არ უნდა მივცეთ“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics