|
2019-05-02 16:05:18, 2826 ნახვა
პოლიტიკა
პრეზიდენტმა მოსამართლეების არჩევის წესთან დაკავშირებულ კანონპროექტს ხელი მოაწერა
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა უზენაეს სასამართლოში მოსამართლეთა შერჩევის წესთან დაკავშირებულ კანონპროექტს ხელი მოაწერა. ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ პრეზიდენტის პრესსამსახურისდან აცნობეს. „საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ხელი მოაწერა „საერთო სასამართლოების შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებებს, რომელიც გადმოგზავნილი იქნა საქართველოს პარლამენტიდან. პრეზიდენტსა და პარლამენტის თავმჯდომარეს შორის გამართული კონსულტაციების შედეგად დოკუმენტში მეორე მოსმენით გათვალისწინებულ იქნა ის პრინციპული რეკომენდაციები, რომელიც ასახული იყო ვენეციის კომისიის დასკვნაში. განხორციელებული ცვლილებები ხელს შეუწყობს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების უფრო ღია, გამჭვირვალე შერჩევას და პრეზიდენტი იმედს გამოთქვამს, რომ იგი დადებითად აისახება სასამართლოს მიმართ ნდობის ამაღლებაზე“, - ნათქვამია პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციაში.
შსს-ს ცენზურის დეპარტამენტის წარმომადგენელი - სასამართლომ არ უნდა მიიღოს ფორმალური გადაწყვეტილებები
ევროპარლამენტარი მიხაელ გალერი: საბჭოთა საქართველო რეალობად იქცევა
FBI-ის ხელმძღვანელი რუსეთში „უჩვეულო და მგრძნობიარე“ ვიზიტს გეგმავს
ზურაბიშვილი ვახო სანაიას დაპატიმრებაზე: ტოტალური ცენზურა, რუსული სტილით
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)