09:59 - 27 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-05-02 09:45:52, 1444 ნახვა

საზოგადოება
რუსთავის ეპარქია ჭყონდიდელის დასახლებაში ციხის მშენებლობას აპროტესტებს და მრევლს აქციაში მონაწილეობისკენ მოუწოდებს

რუსთავის ეპარქია ჭყონდიდელის დასახლებაში სასჯელაღსრულების დაწესებულების მშენებლობასთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ისინი პროტესტს გამოთქვამენ და მრევლს აქციაში მონაწილეობისკენ მოუწოდებენ.

„რუსთავის მართლმადიდებელი ეპარქია და მისი მრევლი გამოთქვამს მტკიცე პროტესტს ქ.რუსთავში, ჭყონდიდელის დასახლებაში, სამაჩაბლოს ომში დაღუპული გმირის გ.ჯავახიშვილის სახელობის ქუჩის გასწვრივ, საცხოვრებელი კორპუსების წინ, სასჯელაღსრულებითი დაწესებულების ობიექტის – ციხის მშენებლობასთან დაკავშირებით, რისთვისაც მოუწოდებს ეკლესიის მრევლს, ქალაქში მცხოვრებ ყველა მოქალაქესა და დაინტერესებულ პირს მიმდინარე წლის 02 მაისს, ბრწყინვალე შვიდეულში, ხუთშაბათს საღამოს 17:00 საათზე საკუთარი პროტესტის გამოსახატად სოლიდარობისთვის მობრძანდეთ ზემოთ აღნიშნულ მისამართზე“, - ნათქვამია რუსთავის ეპარქიის განცხადებაში.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics