|
2019-05-01 14:46:30, 1347 ნახვა
პოლიტიკა
ლევან კობერიძემ საპარლამენტო უმრავლესობა დატოვა
დეპუტატმა ლევან კობერიძემ საპარლამენტო უმრავლესობა დატოვა. მისი თქმით, ამ გადაწყვეტილების მიღების ძირითადი ფაქტორი მოსამართლეობის არჩევის წესის შესახებ დღეს მიღებული კანონი გახდა. "მიმაჩნია, რომ ეს კანონპროექტი იქნება ნაღმი ქვეყნის პოლიტიკური მომავლისთვის. შესაბამისად, მ პროცესს გავემიჯნე და მინდა გითხრათ, რომ მივიღე გადაწყვეტილება და უმრავლესობის რიგები დავტოვე", განუცხადა ლევან კობერიძემ ჟურნალისტებს. ლევან კობერიძემ ირაკლი კობახიძის მიერ წარდგენილ კანონპროექტს მოსამართლეების არჩევის წესის შესახებ მხარი არ დაუჭირა. დეპუტატის განცხადებით, ის დამოუკიდებელ დეპუტატად დარჩენას არჩევს და ჯერჯერობით, არცერთ პოლიტიკურ ძალასთან ალიანსს არ განიხილავს. როგორც კობერიძე აღნიშნავს, პარტიის დატოვების შესახებ მან ბიძინა ივანიშვილი წინასწარ გააფრთხილა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)