|
2019-05-01 14:21:41, 1223 ნახვა
პოლიტიკა
მდინარაძე - პოზიტიური კანონის მიღებამ კეთილსინდისიერი მოსამართლეების შერჩევა უნდა უზრუნველყოს
ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის განმარტებით, მნიშვნელოვანია პარლამენტმა „საერთო სასამართლოების შესახებ" მიღებული კანონპროექტით მოსამართლეების კეთილსინდისიერი შერჩევა უზრუნველყოს. როგორც მან განაცხადა, ოპონენტების შეფასებები უმრავლესობის კანონპროექტზე პოლიტიკური ქულების ჩაწერის მცდელობაა. „გასაგებია ოპონენეტების დღის წესრიგი, ისინი თავისას მიყვებიან. მათ სჭირდებათ გავლენები სასამართლოში, მათ სჭირდებათ გაჭიანურება პროცესის, ეს ყველაფერი, რასაც ისინი აცხადებენ, არის მხოლოდ და მხოლოდ სუბიექტური მოსაზრებები და პოლიტიკური ქულების ჩაწერის მცდელობა. რეალურად ჩვენ, როგორც იქნა, დავასრულეთ ეს ხანგრძლივი პროცესი პოზიტიური კანონის მიღებით და ახლა მთავარია, ამას ასახვა ჰქონდეს მოსამართლეების კეთილსინდისინისიერად არჩევაში. რომლებიც უზრუნველყოფენ სასამართლოს დამოუკიდებლობას, მართლმსაჯულების მაღალ ხარისხს და რაც ყველაზე მთავარია, უზენაეს სასამართლოში ხუთიასზე მეტი საქმე უნდა განიხილონ სასწრაფოდ იმისთავის, რომ ადამიანებმა დაჩაგრულად არ იგრძნონ თავი“, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)