14:52 - 22 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-05-01 13:38:02, 2970 ნახვა

პოლიტიკა
პარლამენტმა მოსამართლეების არჩევის წესთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ კანონპროექტი მესამე მოსმენით დაამტკიცა

პარლამენტმა ხმათა უმრავლესობით უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის წესთან დაკავშირებით უმრავლესობის მიერ ინიცირებულ კანონპროექტს, მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა.

„საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებებს 87 მომხრე ჰყავდა. პროექტის წინააღმდეგ 33-მა დეპუტატმა მისცა ხმა.

„საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებების პროექტის მესამე მოსმენით განხილვას ერთი სასესიო დღე დაეთმო.

კანონპროექტი პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის კაბინეტს ეკუთვნის, რომლის ინიციატორებიც: ირაკლი კობახიძე, არჩილ თალაკვაძე, მამუკა მდინარაძე, დავით მათიკაშვილი, ანრი ოხანაშვილი, გიორგი კახიანი და გურამ მაჭარაშვილი არიან.   

კანონპროექტი იურდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა წარადგინა. მან პლენარული სხდომის მიმდინარეობის დროს დეპუტატების კითხვებს უპასუხა. 





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
ევროპარლამენტარი მიხაელ გალერი: საბჭოთა საქართველო რეალობად იქცევა
FBI-ის ხელმძღვანელი რუსეთში „უჩვეულო და მგრძნობიარე“ ვიზიტს გეგმავს
ზურაბიშვილი ვახო სანაიას დაპატიმრებაზე: ტოტალური ცენზურა, რუსული სტილით
საქართველოში სოფლის ოჯახების რაოდენობა ათი წლის განმავლობაში ერთი მეოთხედით შემცირდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics