03:50 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-04-30 17:30:34, 1488 ნახვა

კომენტარი
გოგიჩაიშვილი - სახელმწიფოს ინტერესები უფრო მეტია, ვიდრე ივანიშვილის სურვილი, მახინჯი მოსამართლეების საშუალებით სასამართლო ჯიბეში ჩაიდოს

"გვინდა დავარწმუნოთ ჩვენი კოლეგები იმაში, რომ სახელმწიფოს ინტერესები უფრო მეტია, ვიდრე პარტიის თავმჯდომარის [ბიძინა ივანიშვილი] სურვილი, რომ სასამართლო ჩაიდოს ჯიბეში ამ მახინჯი მოსამართლეების საშუალებით", - ამის შესახებ პარლამენტის წევრმა ლევან გოგიჩაიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც დეპუტატმა აღნიშნა, ის თანამოაზრეებთან ერთად შეეცდება მოსამართლეების შესახებ შემუშავებული ინიციატივა პარლამენტში მეორე მოსმენით დაარეგისტრიროს.

"საკანონმდებლო პროცესი, რა თქმა უნდა, არის მნიშვნელოვანი. თეორიულად და კანონმდებლობით პრობლემის გადაწყვეტის გასაღები დევს პარლამენტში და უმრავლესობა არის ამ საკითხის მთავარი გადამწყვეტი. მაგრამ პრაქტიკაში გასაღები დევს სხვაგან. ჩვენ ვცდილობთ, რომ ვისთანაც დევს ეს გასაღები, წავართვათ ეს გასაღები, როგორც სასამართლოს თავისუფლების შეფერხების მცდელობა, წამოვიღოთ პარლამენტში და რეალურად გავუღვივოთ პარლამენტის წევრებს მათი კონსტიტუციური უფლებამოსილებები და პასუხისმგებლობა, იმ ქვეყნის წინაშე, რომელსაც ისინი წარმოადგენენ. ჩვენ ვცდილობთ ეს მთელი კამპანია აქეთკენ წავრმართოთ. ეს გასაღები პარტიის თავმჯდომარეს გამოვართვათ და წამოვიღოთ პარლამენტში. გვინდა დავარწმუნოთ ჩვენი კოლეგები იმაში, რომ სახელმწიფოს ინტერესები უფრო მეტია, ვიდრე პარტიის თავმჯდომარის სურვილი, რომ სასამართლო ჩაიდოს ჯიბეში ამ მახინჯი მოსამართლეების საშუალებით", - განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics