03:50 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-04-30 16:52:03, 1488 ნახვა

კომენტარი
ვოლსკი: აზერბაიჯანთან საზღვრის დემარკაცია უნდა მოხდეს და თუ ამაზე პრეზიდენტი საუბრობს, ეს არაა წინდაუხედავობა

საპარლამენტო უმრავლესობბის წევრმა გია ვოლსკიმ იმ ოპონენტების მოსაზრებას, რომლებიც დავით გარეჯის პრობლემას სალომე ზურაბიშვილის აზერბაიჯანში ვიზიტს უკავშირებენ, პოლიტიკური უზნეობა უწოდა.

მისი თქმით, მეზობელ ქვეყანასთან საზღვრები გადასახედია და თუ პრეზიდენტი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე ამ თემაზე საუბრობს, ეს წინდაუხედავიბად არ უნდა ჩავთვალოთ.

"ეს, ასე თუ ისე, პოლიტიკური უზნეობაა, ამას (სალომე ზურაბიშვილის აზერბაიჯანში ვიზიტს) დააბრალო, როდესაც ქვეყნის წარმომადგენელი თავისი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე რაღაცა საკითხებს აყენებს. არც აზერბაიჯანშია ეს განწყობა და მითუმეტეს, არც საქართველოშიც არ უნდა უნდა გვქონდეს ეს, რომ ჩვენი ქვეყნის ინტერესებისთვის გარკვეული პოზიციის გამოხატვა შეიძლება რამენაირად დამაზიანებელი იყოს, მითუმეტეს, თუ ეს ინტერესები  მეზობელი ქვეყნის ინტერესებსაც ემთხვევა. ფაქტია, ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ და საზღვრის დემარკაცია მოვახდინოთ  და ამასთან დაკავშირებით თუ სალომე ზურაბიშვილი საუბრობს, არანაირი წინდაუხედაობა ეს არ არის", - განაცხადა გია ვოლსკიმ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics