09:00 - 27 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-04-25 19:04:58, 1274 ნახვა

საზოგადოება
გლდანის რაიონში სამი ახალი სპორტული მოედანი მოეწყო

ავჭალას სამი ახალი სპორტული მოედანი შეემატა. ჯანსაღი ცხოვრების ხელშეწყობის მიზნით,  სამ მისამართზე - ლიბანის ქ. N6 კორპუსისა და N119 საჯარო სკოლის მიმდებარედ, ასევე, მონასტრისა და ბაღნარის ქუჩებზე სპორტული მოედნების კაპიტალური მოწყობის სამუშაოები განხორციელდა.

ახალი მოედნების მოწყობის პარალელურად, ორ მისამართზე - ავჭალაში, ანდრონიკაშვილის N145 და გლდანის მეორე მიკრორაიონის N27 კორპუსთან სპორტული მოედნების სრული რეაბილიტაცია ჩატარდა. 

პროექტის ფარგლებში, უკვე მოეწყო ლითონის მავთულბადეები, დაიგო ბალახის ხელოვნური საფარი, განთავსდა ფეხბურთისა და კალათბურთის მოედნისთვის საჭირო ყველა სხვა ინვენტარი.

დასრულებულ სამუშაოებს რაიონის გამგებელი ბექა მიქაუტაძე, პარლამენტისა და  საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატებთან, კობა კობალაძესა და შალვა ოგბაიძესთან ერთად გაეცნო.     
                                  
„სამ მისამართზე სრულიად ახალი სპორტული მოედანი მოვაწყვეთ, ორ მისამართზე კი არსებულის რეაბილიტაცია განვახორციელეთ.  ახალგაზრდებისთვის სპორტული სივრცეები აუცილებელი და მნიშვნელოვანია. ამიტომ, ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობისთვის   გლდანის რიონის გამგეობა წლის განმავლობაში არაერთი სპორტული მოედნის მოწყობა-რეაბილიტაციას განახორციელებს. მონასტრის, ბაღნარისა და ლიბანის ქუჩის მოსახლეობას შეუძლია, სრულიად ახალი, კომბინირებული სპორტული მოედნებით ისარგებლოს“, -  განაცხადა ბექა მიქაუტაძემ.   
                                 
სპორტული მოედნების მოწყობა-რეაბილიტაციისთვის, რომელიც ტენდერში გამარჯვებულმა შპს „პე-ბემ“ განახორციელა, გლდანის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან 207 089 ლარი დაიხარჯა.

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics