2015-06-25 20:21:39, 584 ნახვა
საზოგადოება
მშვიდობის ხიდთან გამორიყული მამაკაცი სტიქიის შედეგად გარდაცვლილი არაა
მდინარე მტკვარის მიერ თბილისში, მშვიდობის ხიდთან გამორიყული მამაკაცი სტიქიის შედეგად გარდაცვლილი არაა. ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭო ავრცელებს.
საბჭოს ცნობით, გვამის იდენტიფიცირების შედეგად დადგინდა, რომ ეს პიროვნება სტიქიის შედეგად გარდაცვლილი არაა. ამასთან, როგორც „ექსპრენსიუსს“ შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განუცხადეს, მშვიდობის ხიდთან გამორიყული მამაკაცის ცხედარი სავარაუდოდ, ორი დღის წინ გალაქტიონის ხიდიდან გადავარდნილი ადამიანია. სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის
საბჭოს განცხადებაში აგრეთვე აღნიშნულია, რომ 13 ივნისის სტიქიის შედეგად დაღუპულთა და დაკარგულთა რაოდენობა უცვლელია. გარდაცვლილია - 19, ხოლო უგზო-უკვლოდ დაკარგულია 3 ადამიანი.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან