13:45 - 22 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-04-25 11:53:18, 1215 ნახვა

პოლიტიკა
„ქართული ოცნების“ ზესტაფონის მერობის კანდიდატი სოფელ როდინაულის, ცხენთაროს და სადგურ სვირის მოსახლეობას შეხვდა

„ქართული ოცნების“ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი გიორგი გოგლიჩიძე საპარლამენტო უმრავლესობს წევრებთან ერთად სოფელ როდინაულის,  ცხენთაროს და სადგურ სვირის მოსახლეობას შეხვდა.

მმართველი გუნდის წევრებმა - რატი იონათამიშვილმა, ვანო ზარდიაშვილმა და ზესტაფონის მაჟორიტარმა დეპუტატმა, შალვა კიკნაველიძემ ქვეყნის მთავარ გამოწვევებზე ისაუბრეს და ადგილობრივებს, „ქართული ოცნების“ კანდიდატის მხარდაჭერისკენ მოუწოდეს.

„თქვენი ხმა არის უდიდესი პასუხისმგებლობა. ადგილობრივმა მოსახლეობამ, თქვენი წვლილი უნდა შეიტანოთ გიორგი გოგლიჩიძის გამარჯვებაში, რომელიც არის სამართლიანობის, პრინციპულობის,  ბრძოლის,  ვაჟკაცობის,   უკეთესი ზესტაფონის გარანტია. მას შეუძლია ყველაზე ახლოს იყოს ხალხთან  და თქვენთან ერთად ის ძალიან ბევრ რამის გაკეთებას შეძლებს“ - მიმართა ადგილობრივ მოსახლეობას რატი იონათამიშვილმა.

ზესტაფონის მაჟორიტარმა დეპუტატმა, შალვა კიკნაველიძემ როდინაულის ადმინისტრაციულ ერთეულში განხორციელებული და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ ისაუბრა.  მათ შორისაა, გაზიფიცირების მასშტაბური პროექტი, რომელიც დეპუტატის თქმით, საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით, ზესტაფონის სხვადასხვა ადმინისტრაციულ ერთეულში მიმდინარე წლიდან დაიწყება.

გაზიფიცირებასთან ერთად, სოფელ ცხენთაროში საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია, სასოფლო გზის აღდგენა და სხვა მცირე ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებაც იგეგმება. 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ზურაბიშვილი ვახო სანაიას დაპატიმრებაზე: ტოტალური ცენზურა, რუსული სტილით
საქართველოში სოფლის ოჯახების რაოდენობა ათი წლის განმავლობაში ერთი მეოთხედით შემცირდა
ჯგუფური ძალადობა გარდაბანში - ორმა პირმა თანასოფლელი სცემა
რეჟიმმა Facebook-ზე პოსტის გამო ჟურნალისტ ვახო სანაიას 14 დღით პატიმრობა მიუსაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics