|
2019-04-25 10:51:46, 1204 ნახვა
საზოგადოება
„თიბისი ბანკმა“ მაკროეკონომიკური მიმოხილვის შესახებ პრეზენტაცია გამართა
„თიბისი ბანკის“ ინიციატივით მაკროეკონომიკური მიმოხილვის შესახებ პრეზენტაცია გაიმართა, სადაც ბანკის მომხმარებლებმა მაკროეკონომიკის მიმართულებით ქვეყანაში არსებულ ძირითადი მაჩვენებლების, დინამიკისა და პროგნოზების შესახებ მიიღეს ინფორმაცია. პრეზენტაციას თიბისი ბანკის მთავარი ეკონომისტი, ოთარ ნადარაია უძღვებოდა. პრეზენტაციაზე განხილული იყო შემდეგი საკითხები: · საერთაშორისო გარემოს ანალიზი საქართველოს მნიშვნელობის გათვალისწინებით; · ევროსა და დოლარის შედარებითი რისკიანობის შეფასება; · ეკონომიკის ზრდა და ლარის გაცვლითი კურსის პროგნოზი; · დაკრედიტების ტენდენციები და პროგნოზი; · სხვა აქტუალური საკითხები „თიბისი ბანკის“ მიმოხილვის მიხედვით, საქართველოსთვის მნიშვნელოვანი საგარეო შემოდინებები 2019 წელს ზომიერად ძლიერი იქნება. საერთაშორისო პროგნოზების შესაბამისად, ამ მხრივ წლის მეორე ნახევარი შედარებით უფრო მეტი აქტიურობით დახასიათდება. ამასთან, მართალია, დაკრედიტების მხრივ შენელებაა მოსალოდნელი, თუმცა სოლიდური ფისკალური ხარჯები მნიშვნელოვანი დამაბალანსებელი ფაქტორი იქნება. რაც შეეხება გაცვლით კურსს, საბაზო სცენარის მიხედვით, მოსალოდნელია ლარის გამყარება, განსაკუთრებით აშშ დოლართან მიმართებაში. პრეზენტაცია კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. დამსწრე აუდიტორიას შესაძლებლობა ჰქონდა, მაკროეკონომიკის საკითხებზე მათთვის საინტერესო შეკითხვებზე მიეღოთ პასუხები.
(NS)
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)