|
2019-04-24 15:09:27, 1327 ნახვა
საზოგადოება
სპეციალური პენიტენციური სამსახური, აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, ამანათების მიღებას იწყებს
სპეციალური პენიტენციური სამსახურის დაქვემდებარებაში არსებული ყველა პენიტენციური დაწესებულება ბრალდებულების/მსჯავდებულებისთვის, აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, ამანათების მიღებას იწყებს. პენიტენციურ დაწესებულებებში ამანათების მიღება 25-26 აპრილს დილის 9:00 საათიდან დაიწყება და 20:00 საათამდე გაგრძელდება. ხოლო შაბათს, 27 აპრილს, ამანათების მიღება 09:00 საათიდან 15:00 საათამდე იქნება შესაძლებელი. სპეციალური პენიტენციური სამსახური ამანათების მიღების პროცესის შეუფერხებლად წარმართვას უზრუნველყოფს, რისთვისაც მსჯავრდებულების/ბრალდებულების ახლობლებმა თან უნდა იქონიონ ID ბარათი, პასპორტი ან მართვის მოწმობა, რომელზეც მოქალაქის პირადი ნომერი არის დატანილი. ამანათის შეგზავნის უფლება აქვს მხოლოდ სრულწლოვან პირს. ასევე, ამანათის შიგთავსის განსაზღვრის მიზნებისათვის, სპეციალური პენიტენციური სამსახური შეახსენებს პატიმართა ოჯახებსა და ახლობლებს, რომ წელს, ყველა პატიმრისათვის „გუდვილი“-ს მიერ გადაცემული იქნება სააღდგომო პასკა და წითელი კვერცხები. „გუდვილი“-ს მიერ ყველა პენიტენციურ დაწესებულებაში მოცემული ძღვენის შეტანა დაიწყება მიმდინარე კვირის შაბათ დღეს.
(NS)
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)