|
2019-04-24 11:39:34, 949 ნახვა
საზოგადოება
500-ზე მეტი დევნილი ოჯახისთვის სოფლად სახლის შესყიდვის საკითხის განხილვა დაიწყო
დევნილთა საკითხების შემსწავლელმა კომისიამ „სოფლად სახლის“ შესყიდვის თაობაზე, 500-ზე მეტი იძულებით გადაადგილებული ოჯახის განაცხადის განხილვა დაიწყო. კომისიას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე გრიგოლ გიორგაძე ხელმძღვანელობს. „სოფლად სახლის“ პროექტის ფარგლებში, დევნილი ოჯახი თავად არჩევს კერძო სახლს საქართველოს ნებისმიერ რეგიონში, კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში კი, სამინისტრო აღნიშნულ საცხოვრებელ ფართს შეისყიდის. სახლებს თან ახლავს მიწის ნაკვეთები, რაც დევნილი ოჯახებისთვის შემოსავლის დამატებით წყაროს წარმოადგენს. სახლის შესყიდვისთვის გამოყოფილი თანხის რაოდენობა ოჯახის სულადობის მიხედვით განისაზღვრება. „სოფლად სახლის“ პროექტის ფარგლებში, საცხოვრებელი ფართის შესყიდვის მოთხოვნით იძულებით გადაადგილებული ოჯახების განაცხადების მიღება უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. 2013 წლიდან დღემდე, სამინისტრომ სახლი, საქართველოს მასშტაბით, უკვე 3000-ზე მეტ დევნილ ოჯახს შეუსყიდა და ეს პროცესი გრძელდება.
(NS)
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)