|
2019-04-23 15:58:44, 1611 ნახვა
პოლიტიკა
კაკულია - თუ მთავრობა პანკსის მოვლენებზე ამომწურავ პასუხს ვერ გასცემს, ნათია თურნავას კომიტეტზე დავპატიჟებ
თუ მთავრობა პანკსის მოვლენებზე ამომწურავ პასუხს ვერ გასცემს, ნათია თურნავას კომიტეტზე დავპატიჟებ, - ამის შესახებ დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე, რომან კაკულიამ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ს განუცხადა. კაკულიას განმარტებით, პანკისის ხეობაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, სრულყოფილი ინფორმაცია ცნობილი არ არის. „დიაგნოზი, რომ დასვა, რა მოხდა, უნდა გქონდეს სრულყოფილი ინფორმაცია. სრულყოფილი ინფორმაციის გარეშე პოზიცია არის არაჯანსაღი და არასრულფასოვანი. ამიტომ, რაც იქნება საჭირო იმისთვის, რომ ჩვენ შევთანხმდეთ ერთხელ და სამუდამოდ, იმიტომ, რომ ხომ ვხედავთ, რომ ეს მოვლენები მეორდება სხვადასხვა ადგილზე, მიუხედავად იმისა, რომ პანკისს აქვს დამატებით, მაგრამ გარკვეული სენსიტიურობა, ახლა არ გავაზვიადებ, მაგრამ ერთიანი მიდგომა ჩამოსაყალიბებელია და ამას სჭირდება სიღრმისეული ანალიზი იმისა, თუ რა მოხდა“, - აღნიშნა რომან კაკულიამ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)