05:25 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-04-23 13:19:02, 1676 ნახვა

კომენტარი
„სურათი საყურადღებოა, თუმცა არა საპანიკო“ - სერგეენკო ტყვიის შემცველობის შესახებ გამოქვეყნებულ კვლევას ეხმაურება

საქართველოს ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ ბავშვების სისხლში ტყვიის შემცველობის შესახებ გამოქვეყნებულ კვლევის შედეგებს "საყურადღებო, თუმცა არა საპანიკო" უწოდა.

მისი თქმით, უწყების ერთ-ერთი მთავარი ამოცანა ტყვიის წყაროების დადგენა და გაუვნებელყოფაა, რომელსაც სამინისტრო უახლოეს მომავალში გეგმავს.

"ის სურათი რაც გვაქვს დღეს საქართველოში საყურადღებოა, თუმცა არავითარ შემთხვევაში საპანიკო და ეს არაა მოსახლეობის ხელოვნურად დამშვიდება. ჩვენ ბევრი საერთაშორისო პარტნიორი გვყავს ამ პროექტში, მათი ცალსახა შეფასებით ეს დაახლოებით ის მდგომარეობაა, რაც 80-იან წლებში აშშ-ში და დასავლეთ  ევროპაში იყო. კვლევის შედეგებმა ცალსახად დაგვანახა შემდგომი ეტაპების საჭიროება, რომელიც უკვე დაწყებულია. ყველა იმ ბავშვთან და იმის ოჯახის წევრებთან,  სადაც აღმოჩნდა ტყვიის მომეტებული რაოდენობა,  განმეორებითი კვლევები ჩატარდება, რომელსაც გარემოს სინჯების აღება დაემატება. პოზიტიური ნაწილი ის გვაქვს, რომ იმ 16 ბავშვში, რომელსაც მეტად ჰქონდა მომატებული, მეორე ეტაპის კვლევები უკვე ჩავატარეთ. საბედნიეროდ, მათი გონებრივი და ფიზიკური განვითარება აბსოლუტურად ნორმის ფარგლებშია და მეორე სტრატეგიული ამოცანა ამ ტყვიის წყაროს პოვნა, იდენტიფიკაცია და , შეძლებისდაგვარად, განეიტრალებაა, რომელსაც, მჯერა, რომ შევძლებთ", - განაცხადა სერგეენკომ. 

ცნობისთვის, დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა ბავშვების სისხლში ტყვიის შემცველობის შესახებ ეროვნული კვლევის შედეგები გამოაქვეყნა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics