|
2019-04-22 17:40:06, 1528 ნახვა
რეგიონი
შუახევში დედამიწის დღე აღინიშნა
22 აპრილს, მსოფლიოს 175 ქვეყანაში დედამიწის საერთაშორისო დღეს აღნიშნავენ. საქართველო ამ ქვეყნების სიას 1990 წლიდან შეუერთდა. ამ დღის აღსანიშნავად, შუახევის მერიის ტურიზმისა და ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილების ორგანიზებით მოწყო პრეზენტაცია დაბა შუახევის საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის. ღონისძიებაზე ტურიზმისა და ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილების თანამშრომლებმა ბავშვებს ესაუბრნენ გარემოს დაცვის მნიშვნელობაზე და იმ პასუხისმგებლობაზე, რომელიც გააჩნია თითოეულ მოქალაქეს გარემოს დავცის კუთხით.
აქტივობებში ჩაერთნენ მოსწავლეებიც, რომლებმაც წარმოადგინეს პრეზენტაციები აქტუალური გარემოს დაცვითი პრობლემების შესახებ. ნაჩვენები იყო ვიდეორგოლი ,, დედამიწის დღე“. დედამიწის დღის დაწესების მიზანს საზოგადოებაში გარემოსდაცვითი პრობლემების ინფორმირებულობის გაზრდა წარმოადგენს.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|



ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)