|
2019-04-22 16:16:35, 1088 ნახვა
საზოგადოება
ტურისტული დიპლომატიის სასწავლო კურსი აჭარის გიდებისთვის დასრულდა
ტურისტული დიპლომატიის სასწავლო კურსი აჭარაში დასრულდა. 60-მდე გიდსა და ტურიზმის ფაკულტეტის სტუდენტებს სერტიფიკატები აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარემ, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა და დიპლომატიური ინსტიტუტის ელჩ-მკლვევარებმა გადასცეს. სამდღიანი ინტენსიური კურსის დროს მონაწილეები ქვეყნის საგარეო პოლიტიკის მნიშვნელოვან პრიორიტეტებსა და სტრატეგიას გაეცნენ. სასწავლო კურსზე ლექციებს დიპლომატიური ინსტიტუტის ელჩი-მკვლევარები და საგარეო საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დეპარტამენტის ხელმძღვანელები კითხულობდნენ. ბათუმის შემდეგ სასწავლო კურსი ქუთაისში ჩატარდება. „ეს იყო ძალიან საჭირო სასწავლო კურსი გიდებისთვის. ყველა ის თემა, რომელზეც ლექციებს პრაქტიკოსი დიპლომატები კითხულობდნენ ძალიან მნიშვნელოვანია იყოს გააზრებული იგივე ოკუპაციასთან, ევროკავშირი-ნატოს ინტეგრაციასთან, საქართველოს ეკონომიკურ-კულტურულ დიპლომატიასთან თუ საგარეო პოლიტიკის სხვა პრიორიტეტებთან მიმართებაში. საინტერესო და აქტუალური კურსისთვის მინდა მადლობა გადავუხადო ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიური სასწავლო და კვლევითი ინსტიტუტისა და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მენეჯმენტს. ჩვენ ერთობლივად განვახორციელეთ კურსი აჭარაში მოქმედი გიდებისთვის, რაც ვფიქრობ დაეხმარება მათ ქვეყნის საგარეო პოლიტიკასთან დაკავშირებით ტურისტებისთვის სწორი და კომპეტენტური ინფორმაციების მიწოდებაში", - განაცხადა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე სულხან ღლონტმა.
(NS)
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)