2019-04-19 16:20:58, 1512 ნახვა
რეგიონი
ნათია კაპანაძე: ჩვენი დამოუკიდებლობა არ უნდათ - საკუთარ თავს სასამართლოში დავიცავ
ჩვენი დამოუკიდებლობა არ უნდათ - საკუთარ თავს საქალაქო სასამართლოში დავიცავ, - ამის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ყოფილმა დირექტორმა ნათია კაპანაძემ ჟურნალისტებს განაცხადა.
აჭარის ტელევიზიის ყოფილი დირექტორი იმპიჩმენტისგან თავის დაცვის პროცესს, უახლოეს მომავალში დაიწყებს.
„მაშინ როდესაც დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სარედაქციო პოლიტიკით ხარ საქართველოში, ყველაფერია მოსალოდნელი, შესაბამისად, ეს შედეგიც. რა თქმა უნდა პროცესი არ იყო შემთხვევით. თუმცა შედეგიდან გამომდინარე ვხვდებით რომ სარედაქციო პოლიტიკა, ჩვენი დამოუკიდებლობა არ უნდათ ადამიანებს. რა თქმა უნდა, მე მომიწევს კიდევ ერთი პროცესი ვაწარმოო დირექტორის იმპიჩმენტისგან დაცვის. ეს უკვე მესამე შემთხვევაა. ამ შემთხვევაში საკუთარ თავს საქალაქო სასამართლოში დავიცავ“, - განაცხადა ნათია კაპანაძემ.
ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან