11:10 - 22 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-04-19 11:24:27, 1377 ნახვა

პოლიტიკა
სერგეენკო: არ დავარქმევდი, რომ გიორგი ქობულია მოხსნეს

არ დავარქმევდი, რომ გიორგი ქობულია მოხსნეს, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, გიორგი ქობულიას  ცვლილებასთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, კონსულტაციები სულ იმართება, თუმცა მინისტრი დეტალებზე საუბრისგან თავს იკავებს.

„არ ვარ განწყობილი, რომ ტერმინოლოგიური კორექტირებები შევიტანო, მაგრამ ასე არ დავარქმევდი, რომ მოხსნეს. მინისტრების ცვლილება წლების განმავლობაში სულ იყო და ნამდვილად ვიცი, რომ მომავალშიც იქნება. რაც შეეხება კონსულტაციებს, ვიცოდი რომ კონსულტაციები მიმდინარეობდა, თუმცა მე ამაში არ ვმონაწილეობდი, ეს არაა ჩვენი სამინისტროს ფუნქცია. კონსულტაციებზე წამოჭრილი არგუმენტები და ის ფაქტორები, რამაც ეს ცვლილებები გამოიწვია არ არის ჩემთვის ცნობილი“,  – განაცხადა სერგეენკომ.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ირაკლი კობახიძე სინგაპურის პრემიერ-მინისტრს, ლოურენს ვონგს შეხვდა
Ambebi.ge-ის მთავარ რედაქტორს, ნათია დოლიძეს საზოგადოების მხარდაჭერა სჭირდება
ტრამპს სურს, რომ ჯანი ინფანტინო გაეროს შემდეგი გენერალური მდივანი გახდეს - New York Post
აშშ-ის მოკავშირეები ახლო აღმოსავლეთში ტრამპს ირანში სახმელეთო შეჭრის დაწყებისკენ მოუწოდებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics