06:26 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-04-18 17:40:37, 2078 ნახვა

კომენტარი
ეუთო-ს წარმომადგენელი: იმედია, აჭარის მაუწყებლის დამოუკიდებლობა შენარჩუნდება

ეუთოს წარმომადგენელი მედიის თავისუფლების საკითხებში ჰარლემ დეზირი იმედს გამოთქვამს, რომ აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი დამოუკიდებლობას შეინარჩუნებს. 

შესაბამისი განცხადება დეზირმა Twitter-ის საკუთარ გვერდზე გაავრცელა. 

„თვალს ვადევნებ ამბების განვითარებას, რომელიც აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის, ნათია კაპანაძის მიმართ არსებულ უკმაყოფილებას ეხება. იმედია, მაუწყებელი გააგრძელებს თავისი მნიშვნელოვანი მოვალეობის შესრულებას და მისი დამოუკიდებლობა იქნება შენარჩუნებული“, - წერს ჰარლემ დეზირი. 

ცნობისთვის, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს ორმა წევრმა, ირაკლი დარცმელიძემ და გიგა ჩხარტიშვილიმა, დირექტორის ნათია კაპანაძის იმპიჩმენტის საკითხი დააყენეს. აღსანიშნავია, რომ თუ 5-წევრიანი ბორდიდან სამი წევრი ნათია კაპანაძის წინააღმდეგ ხმას მისცემს, მოქმედ დირექტორს თანამდებობის დატოვება მოუწევს. 

 

 









ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics