11:10 - 22 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-04-18 16:59:55, 1577 ნახვა

პოლიტიკა
ბოკერია „უმრავლესობას“: ჩამოაყალიბეთ პოზიცია ვენეციის კომისიის რეკომენდაციებზე - მტრული და სულელურია?!

ვენეციის კომისიაზე საბოლოოდ ჩამოაყალიბეთ პოზიცია? მტრული და სულელურია?! - ამ სიტყვებით „ევროპული საქართველოს“ წევრმა, გიგა ბოკერიამ საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მიმართა.

როგორც დეპუტატმა განაცხადა, მმართველ გუნდს ვენეციის კომისიის, ეუთო-სა და არასამთავრობო ორგანიზაციების რეკომენდაციებთან დაკავშირებით სხვადასხვაგვარი რეაქციები ჰქონდა.

„საბოლოოდ ჩამოაყალიბეთ პოზიცია? იმიტომ რომ ძალიან დიდი ტრაექტორია გაიარა თქვენმა პოზიციამ ვენეციის კომისიის, ეუთოს და ზოგადად, გარე ექსპერტების რეკომენდაციებთან დაკავშირებით. თავიდან იყო პოზიცია, ბატონმა კობახიძემ ბრძანა, რომ კონსტიტუციას რაც არ ეწინააღმდეგება, ყველაფერს გავითვალისწინებთო. მერე, როცა დასკვნა მოვიდა, იყო პიარ მცდელობა - ბრწყინვალე დასკვნაა, ოპონენტებს ხმა ჩააგდებინა ვენეციის კომისიამო. მერე იყო გააზრება და უკვე წუხილი, რომ წინა ხელისუფლებამ, ოპოზიციამ და NGO-ებმა შეცდომაში შეიყვანეს ვენეციის კომისიაო. ერთ-ერთ შეხვედრაზე მაღალი თანამდებობის პირმა ისიც კი თქვა, ვენეციის კომისია ჯიბეში ჰყავდა ჩასმული წინა ხელისუფლებასო. ანუ გაბრაზდით. ახლა დალაგდით და იძახით, რომ ითვალისწინებთ ამ ყველაფერს. საბოლოოდ, იქნებ გვითხრათ, რა არის თქვენი დამოკიდებულება რეკომენდაციების მიმართ - ეს მტრული რეკომენდაციებია, სულელური, ანტიკონსტიტუციურს არ ითვალისწინებთ მხოლოდ თუ არა. და კერძოდ, რა არის ანტიკონსტიტუციური საკვალიფიკაციო გამოცდების გაუქმებაში, თუ ეს ტესტი გქონდათ“, - აღნიშნა გიგა ბოკერიამ. 





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ირაკლი კობახიძე სინგაპურის პრემიერ-მინისტრს, ლოურენს ვონგს შეხვდა
Ambebi.ge-ის მთავარ რედაქტორს, ნათია დოლიძეს საზოგადოების მხარდაჭერა სჭირდება
ტრამპს სურს, რომ ჯანი ინფანტინო გაეროს შემდეგი გენერალური მდივანი გახდეს - New York Post
აშშ-ის მოკავშირეები ახლო აღმოსავლეთში ტრამპს ირანში სახმელეთო შეჭრის დაწყებისკენ მოუწოდებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics