|
2019-04-18 16:47:49, 1603 ნახვა
პოლიტიკა
გოგიჩაიშვილი „ოცნებას“: როგორ მოახერხეთ, რომ ჩამოიყვანეთ ვენეციის კომისია და თავზე დაგვამხეთ დასკვნა?!
როგორ მოვახერხეთ, რომ ჩამოვიყვანეთ ვეენციის კომისია, სტანდარტი ავწიეთ და ამ კომისიამ ამოაყირავა მაგიდა, ის მაგიდა, სადაც „კლანს“ ბენეფიტები გამზადებული ჰქონდა?! - ამ შეკითხვით პარლამენტის წევრმა, ლევან გოგიჩაიშვილმა პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძეს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მიმართა. გოგიჩაიშვილის განმარტებით, ვენეციის კომისიის არც ერთი რეკომენდაცია კანონპროექტში გათვალისწინებული არ არის. „გამოცდა არის პრინციპი. როგორ ახერხებთ, რომ მეორე მოსმენაზე პირველი მოსმენის საკითხს აყენებთ? ეს ხომ იცით, რომ გასაჩივრდება? რეგლამენტის რომელი მუხლით ახერხებთ, რომ პრინციპი გამოგაქვთ მეორე მოსმენაზე? თუ საერთოდ აღარაფერს ფასი აღარ აქვს და როგორც თქვენ გინდათ, ისე კეთდება. ის სიტყვათა წყობა, რომელიც თქვენ შემოგვთავაზეთ, ეს თავის თავში გულისხმობს, რომ შესაძლებელია ვიღაცებისთვის გამოიყენონ გამოცდა და ვიღაცებისთვის არა. როგორ მოახერხეთ, ჩამოიყვანეთ ვენეციის კომისია და თავზე დაგამხოთ თავიდან ბოლომდე დასკვნა. ამ კითხვაზე ყველაზე მეტად მაინტერესებს პოლიტიკური პოლიტიკური პასუხი. დარწუნებული ვარ, უმრავლესობის ყველა წევრს ეს კითხვა აქვს - როგორ მოვახერხეთ, ჩამოვიყვანეთ ვენეციის კომისია, სტანდარტი ავწიეთ, რომ რასაც ისინი იტყვიან, ყველაფერს გავითვალისწინებთ და ამოაყირავა ამ კომისიამ ის მაგიდა, სადაც კლანს ჰქონდა გამზადებული ბენეფიტები“, - აღნიშნა ლევან გოგიჩაიშვილმა.
ირაკლი კობახიძე სინგაპურის პრემიერ-მინისტრს, ლოურენს ვონგს შეხვდა
Ambebi.ge-ის მთავარ რედაქტორს, ნათია დოლიძეს საზოგადოების მხარდაჭერა სჭირდება
ტრამპს სურს, რომ ჯანი ინფანტინო გაეროს შემდეგი გენერალური მდივანი გახდეს - New York Post
აშშ-ის მოკავშირეები ახლო აღმოსავლეთში ტრამპს ირანში სახმელეთო შეჭრის დაწყებისკენ მოუწოდებენ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)