06:27 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-04-18 14:04:54, 2157 ნახვა

კომენტარი
ბესელია: ტყუილია, რომ უმრავლესობამ ვენეციის კომისიის რეკომენდაციები გაითვალისწინა

პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი ეკა ბესელია აცხადებს, რომ უმრავლესობამ ვენეციის კომისიის რეკომენდაციებიდან, რომლებიც მოსამართლეების შერჩევის საკითხს უკავშირდებოდა, გამოცდების გაუქმების გარდა, არცერთი არ გაითვალისწინა.

ბესელია მიიჩნევს, რომ მმართველი გუნდი კომისიის რეკომენდაციების დიდ ნაწილს კანონპროექტიში არ ასახავს. 

"ინტერესთა კონფლიქტიც კი არ არის გაზიარებული. ტყუილია, რაც ითქვა, რომ თითქოს უმრავლესობამ ვენეციის კომისიის რეკომენდაცია გაიზიარა. ვენეციის კომისია ამბობს, რომ თუ კანდიდატი არის უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობაზე დარეგისტრირებული პირი, ის იმავდროულად იუსტიციის საბჭოს წევრი არ უნდა იყოს. აქ ეს შესაძლებლობა დატოვებულია. ამ შემოთავაზებული ცვლილებებითაც კი, მმართველი პარტია გვთავაზობს, რომ იუსტიციის საბჭოს წევრებს შეეძლებათ საკუთარი თავის ნომინირება, ერთადერთი, ხმის უფლების გარეშე, რაც არ არის ის რეკომენდაცია, რასაც ვენეციის კომისია გვთავაზობს",- განაცხადა ეკა ბესელიამ

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics