11:10 - 22 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-04-18 10:25:27, 1405 ნახვა

პოლიტიკა
ჩუგოშვილი: ის, რომ მოსამართლეების ნაწილი სხვა მოწვევის პარლამენტმა დააკომპლექტოს, ამაზე ვიმსჯელებთ

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, თამარ ჩუგოშვილის აზრით, ვენეციის კომისიის ყველაზე მნიშვნელოვანი რეკომენდაციები გამოცდის მოხსნა და ინტერესთა კონფლიქტია, რომელზეც პარტია აუცილებლად იმსჯელებს.

„ქართული ოცნების“ ოფისში უმრავლესობის სხდომა იმართება. საპარლამენტო უმრავლეოსობის წევრები ვენეციის კომისიის რეკომენდაციებზე მსჯელობენ.

„ვენეციის კომისიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რეკომენდაცია იყო გამოცდის მოხსნა, რაც, თავისთავად ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ძალიან აფართოვებს იმ ადამიანების წრეს, ვისაც შეეძლება კონკურსში მიიღოს მონაწილეობა.მეორე ძალიან მნიშვნელოვანი რეკომენდაცია, რომელიც შეეხება იმას, რომ საბჭოს მოქმედ წევრებს არ უნდა ჰქონდეთ ინტერესთა კონფლიქტი და, შესაბამისად, თუკი ამბიცია და პრეტენზია აქვთ, რომ კონკურსში მონაწილეობდნენ, მაშინ არანაირი მონაწილეობა არ უნდა მიიღონ არცერთ ეტაპზე, გადაწყვეტილების მიღების პროცესში“, - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

თამარ ჩუგოშვილმა ასევე ისაუბრა იმ რეკომენდაციაზე, რომელიც ამ ეტაპზე მხოლოდ მოსამართლეთა ნაწილის დანიშვნას გულისხმობს.

მისი თქმით, რადგან ამ მხრივ საგანგებო ვითარებაა, ამ რეკომენდაციაზე დაფიქრება შეიძლება.

„ჩვენ ასევე საუბარი გვექნება იმ მოსაზრებაზე, რონელსაც რეკომენდაციას ვერ დავარქმევ, რადგან  ახლა გვაქვს უნიკალური მდგომარეობა, რომელიც აქამდე არ გვქონია არასდროს, რომ ერთდროულად ამდენი მოსამართლეა უზენაეს საბჭოში დასანიშნი და ეს საკონსტუტიციო ცვლილებებითაა გამოწვეული, რომ მოხდეს მხოლოდ იმდენი ვაკანსიის ათვისება, რამდენიც აუცილებელია უზენაესი სასამართლის ნორმალური ფუნქციონერებისთვის და თუ შესაძლებელია, რომ ვაკანსიების ნაწილი სხვა მოწვევის პარლამენტმა დააკომპლექტოს, ამ გამოთქმულ აზრზეც ვიმსჯელებთ, თუმცა წინასწარ ვერაფერს გეტყვით“, - აღნიშნა ვიცე-სპიკერმა.

 

 

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირაკლი კობახიძე სინგაპურის პრემიერ-მინისტრს, ლოურენს ვონგს შეხვდა
Ambebi.ge-ის მთავარ რედაქტორს, ნათია დოლიძეს საზოგადოების მხარდაჭერა სჭირდება
ტრამპს სურს, რომ ჯანი ინფანტინო გაეროს შემდეგი გენერალური მდივანი გახდეს - New York Post
აშშ-ის მოკავშირეები ახლო აღმოსავლეთში ტრამპს ირანში სახმელეთო შეჭრის დაწყებისკენ მოუწოდებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics