|
2019-04-17 18:42:59, 1594 ნახვა
პოლიტიკა
ეუთო: პარლამენტის მიერ უზენაესი სასამართლოს დაკომპლექტებაზე გავლენის მოხდენა პროცესის პოლიტიზაციის რისკებს შეიცავს
საქართველოს სახალხო დამცველის მიმართვის საფუძველზე, ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისმა (ODIHR) უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის საკითხთან დაკავშირებით სამართლებრივი მოსაზრება მოამზადა, რომელიც დღეს, გამოქვეყნდა. როგორც ODIHR-ის მოსაზრებაშია ნათქვამი, მოსამართლეების დანიშვნის დაჩქარებული პროცედურები შეშფოთების საფუძველს ქმნის. "კანდიდატების ფარული კენჭისყრით შერჩევა ძირს უთხრის დამსახურების მიხედვით შერჩევის სისტემას, ამიტომ უნდა ჩანაცვლდეს ისეთი პროცედურით, რომლითაც კანდიდატებს მკაფიოდ განსაზღვრული შერჩევის კრიტერიუმებით დანიშნავენ. გარდა ამისა, თუ იუსტიციის საბჭოს წევრს, ექნება სურვილი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების კონკურსში მიიღოს მონაწილეობა, მან უნდა დატოვოს თანამდებობა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ან არ უნდა მიიღოს მონაწილეობა შერჩევის/დანიშვნის პროცედურებში. ასევე, იმ კანდიდატებს არ უნდა უწევდეთ გამოცდის ჩაბარება, რომლებსაც მოსამართლედ მუშაობის გამოცდილება არ აქვთ. ეს გამოცდა უნდა ჩანაცვლდეს ისეთი სახის ტესტირებით, რომელიც მიზანშეწონილი იქნება ყველა კანდიდატისთვის. ამასთან, პარლამენტის მიერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების, თავმჯდომარის არჩევა და ამით გავლენის მოხდენა საბოლოო შემადგენლობაზე პროცესების პოლიტიზირების რისკებს შეიცავს და შესაძლოა, სასამართლოს დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას ზიანი მიაყენოს. მოსამართლეთა დანიშვნის პროცესში პარლამენტის როლი უნდა შეიზღუდოს და მას მხოლოდ ზედამხედველობის ფუნქცია დაეკისროს< - ნათქვამია ეუთო-ს მოსაზრებაში. ცნობისთვის, ზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის საკითხთან დაკავშირებით რეკომენდაციები ვენეციის კომისიამაც გამოაქვეყნა.
ირაკლი კობახიძე სინგაპურის პრემიერ-მინისტრს, ლოურენს ვონგს შეხვდა
Ambebi.ge-ის მთავარ რედაქტორს, ნათია დოლიძეს საზოგადოების მხარდაჭერა სჭირდება
ტრამპს სურს, რომ ჯანი ინფანტინო გაეროს შემდეგი გენერალური მდივანი გახდეს - New York Post
აშშ-ის მოკავშირეები ახლო აღმოსავლეთში ტრამპს ირანში სახმელეთო შეჭრის დაწყებისკენ მოუწოდებენ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)