|
2019-04-17 18:36:39, 1503 ნახვა
პოლიტიკა
არჩილ თალაკვაძე: ვენეციის კომისიის დასკვნაში ცალსახად დადებითი შეფასებებია
ვენეციის კომისიის დასკვნაში ცალსახად დადებითი შეფასებებია, - ეს განცხადება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შეფასებისას გააკეთა. მისი თქმით, საპარლამენტო უმრავლესობამ თავიდანვე ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ პარლამენტში კანდიდატების განხილვის და დამტკიცების პროცესი ყოფილიყო იმავე სტანდარტით, როგორც არის მაგალითად ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესში. „ვენეციის კომისიის დასკვნაში ცალსახად არის დადებითი შეფასებები და პირდაპირ არის ჩანაწერები, რომ პროცესის მთელი ნაწილი, რომელიც პარლამენტში უნდა წარიმართოს, ეს არის მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრება, ღია კომიტეტზე გადაწყვეტილების მიღების პროცესი, როგორც ხდება პარლამენტში - ამ ყველაფერზე პრაქტიკულად ვენეციის კომისიას ნათქვამი აქვს, რომ ეს არის სრულყოფილად გაწერილი ჩვენს კანონპროექტში, რაც ბუნებრივია. ჩვენ თავიდანვე ყველაფერი გავაკეთეთ, პარლამენტში კანდიდატების განხილვის და დამტკიცების პროცესი ყოფილიყო იმავე სტანდარტით, როგორც ეს არის მაგალითად ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესში და ვენეციის კომისიას ეს არ გამორჩენია“, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლეობის ლიდერმა. როგორ არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, არ არის გასაკვირი, რომ პოლიტიკოსების განცხადებები, რომლებიც დღეს ოპიზიციაში არიან, სხვა დღის წესრიგის ნაწილია, მმართველ გუნდს კი გააჩნია პასუხისმგებლობა მიიღოს სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები საზოგადოების ჩართულობით - და სწორედ ამას აკეთებს ახლა. „რა განცხადებებიც არ უნდა გაკეთდეს ოპოზიციის მხრიდან, შეიძლება ვიღაცამ ეს დასკვნა გადათარგმნოს, როგორც ძალიან უარყოფითი, ვიღაცამ შეიძლება გადათარგმნოს, რომ არის რეკომედაციები, რომელთა გათვალისწინება აპრიორი უპირობოდ არის საჭირო, ვიღაცები საერთოდ არ გააკეთებენ კომენტარს. ეს პოლიტიკური შლეიფი რომ მოვაშოროთ ამ ყველაფერს - ჩვენ, როგორც მმართველი გუნდი, „ქართული ოცნება" და ხელისუფლება, რა თქმა უნდა, ვენეციის კომისიის დასკვნებს და მათ რეკომენდაციებს აღვიქვამთ ცალსახად ისე, როგორც ჩვენი მეგობრების; იმ ადამიანების, ვინც გულშემატკივრობენ საქართველოში დემოკრატიას და კანონის უზენაესობას, როგორ უყურებენ ისინი კანონშემოქმედებით პროცესს. სხვა ინტრიგა აქ არ არსებობს. ჩვენ თვითონ მივმართეთ ვენეციის კომისიას და ვთხოვეთ შეფასების გაკეთება ამ კანონპროექტზე, შესაბამისად, საქმიანად და პასუხისმგებლობით განვიხილავთ ამ რეკომენდაციებს და მუშაობა უკვე დაწყებულია. სხვა ინტერპრეტაციები სახელისუფლებო გუნდის მხრიდან არ არსებობს. ჩვენი სურვილია რაც შეიძლება მაღალი სტანდარტი მივიღოთ მოსამართლეთა შერჩევისა და დამტკიცებისთვის",- აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.
(NS)
ირაკლი კობახიძე სინგაპურის პრემიერ-მინისტრს, ლოურენს ვონგს შეხვდა
Ambebi.ge-ის მთავარ რედაქტორს, ნათია დოლიძეს საზოგადოების მხარდაჭერა სჭირდება
ტრამპს სურს, რომ ჯანი ინფანტინო გაეროს შემდეგი გენერალური მდივანი გახდეს - New York Post
აშშ-ის მოკავშირეები ახლო აღმოსავლეთში ტრამპს ირანში სახმელეთო შეჭრის დაწყებისკენ მოუწოდებენ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)