|
2019-04-17 18:13:32, 1599 ნახვა
პოლიტიკა
ბესელია კობახიძეზე: ქართული ფილმის არ იყოს, „გინდ გაიტანეთ, გინდ შემოიტანეთ ეს თქვენი გაგორებული თავმჯდომარე“
ქართული ფილმის არ იყოს, გინდ გაიტანეთ, გინდ შემოიტანეთო ეს თქვენი გაგორებული პარლამენტის თავმჯდომარე... ივანიშვილს მოვუწოდებ თავისი ადგილი მიუჩინოს, - ამის შესახებ პარლამენტის წევრმა, ეკა ბესელიამ განაცხადა. როგორც ბესელიამ განაცხადა, არასოდეს გამოჰკიდებია თანამდებობას. „მე ვთქვი რომ ასეთ სამარცხვინო პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე არასდროს არ ვიქნებოდი. არ დავეთანხმე რა თქმა უნდა ვიცე -სპიკერობას. ჩემი თანამდებობაც დავტოვე იმიტომ რომ ის სია შემეჩერებინა. თანამდებობებს ვინ არის გამოკიდებული კარგად ვხედავთ. ჩემი მისამართით მაინც სირცხვილია, ნუ იყენებს ასეთ ტერმინებს. იმიტომ რომ გინდ ყოფილა ახლა პარლამენტის თავმჯდომარე და გინდ არა. ცნობილი ქართული მხატვრული ფილმის არ იყოს: გინდ გაიტანეთ და გინდ შემოიტანეთო ეს თქვენი გაგორებული პარლამენტის თავმჯდომარეო, ახლა იმ მდგომარეობაშია უკვე და მე არ მგონია რომ პერსონაჟებთან პარალელებს გავლებით კიდევ უფრო შორს უნდა წავიდე მაგრამ უბრალოდ გამახსენდა. მის პატრონს კიდევ რთხელ მოვუწოდებ, ივანიშვილს. მოკიდოს ხელი, როგორც ერთხელ ჩაჰკიდა ხელი უმრავლესობის სხდომაზე და ჩემთან მოიყვანა ბოდიშის მოსახდელად , ოღონდ მე არ მოვუშვი საერთოდ ჩემს სიახლოვეს, ხელი მოკიდოს და თავისი ადგილი მიუჩინოს სანამ პოლიტიკურ ხანძარში გაახვია ეს პარლამენტი“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.
ირაკლი კობახიძე სინგაპურის პრემიერ-მინისტრს, ლოურენს ვონგს შეხვდა
Ambebi.ge-ის მთავარ რედაქტორს, ნათია დოლიძეს საზოგადოების მხარდაჭერა სჭირდება
ტრამპს სურს, რომ ჯანი ინფანტინო გაეროს შემდეგი გენერალური მდივანი გახდეს - New York Post
აშშ-ის მოკავშირეები ახლო აღმოსავლეთში ტრამპს ირანში სახმელეთო შეჭრის დაწყებისკენ მოუწოდებენ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)