|
2019-04-17 11:56:55, 1117 ნახვა
პოლიტიკა
ატლანტიკური საბჭოს მკვლევარი: 2008 წლის აგვისტოს ომზე პოლიტიკური პასუხი სუსტი იყო
2008 წლის აგვისტოს ომზე პოლიტიკური პასუხი სუსტი იყო, - ამის შესახებ ატლანტიკური საბჭოს მკვლევარი ჰან ბინენდაიკი „ამერიკის ხმასთან" ინტერვიუში განაცხად. მკვლევარი მიიჩნევს, რომ ამერიკა, რომელიც იმ პერიოდში ავღანეთსა და ერაყში მიმდინარე ომით იყო დაკავებული, მოდუნებული იყო. "რთულია იმის თქმა, თუ რა იყო გამომწვევი და რა შედეგი. თუმცა, ვიტყოდი, პოლიტიკური პასუხი იმაზე, რაც მოხდა საქართველოში, შედარებით სუსტი იყო. შეერთებული შტატები ავღანეთსა და ერაყში ორი ტრილიონი დოლარის ღირებულების ომში იყო ჩართული. ჩვენ ალბათ ყურადღება მოვადუნეთ, ხოლო ევროპელები არ იყვნენ დაინტერესებულნი მაშინ, საკუთარ თავზე მეტის აღებით”, - აღნიშნა ბინენდაიკმა. გარდა ამისა, ბინენდაიკმა საქართველოს ალიანსში გაწევრიანებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ქვეყანამ იმედი არ უნდა დაკარგოს. "ვფიქრობ, გრძელვადიანი თვალსაზრისით, საქართველომ უნდა შეინარჩუნოს ალიანსში გაწევრიანების იმედი. ამას არ დავთმობდი და ალიანსისგან მოვითხოვდი დაპირების შესრულებას. თუმცა ამავდროულად, თქვენ შეგიძლიათ სხვა ნაბიჯები გადადგათ. ჩვენ გვაქვს ნატო-საქართველოს საბჭო, რომელიც ძალზე მნიშვნელოვანია, ნატო-ს წვრთნების პროგრამა და ორმხრივი მხარდაჭერა. ვფიქრობ, ამ პრაქტიკული პოლიტიკური და სამხედრო საშუალებით, ეს კავშირები უნდა გაძლიერდეს რამდენადაც შესაძლებელია, რათა ამასთანავე რუსეთმა გაიგოს, რომ მას მძიმე ბრძოლა ელოდება, თუ საქართველოს მეტი ტერიტორიის დაკავებას ეცდება“,- აცხადებს ჰან ბინენდაიკი. ამასთან, მკვლევარმა ნატო-რუსეთის ურთიერთობებზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ ერთ-ერთი გარდამტეხი მომენტი საქართველოში შეჭრა გახდა. "პუტინი და კრემლი კარგად მანევრირებს, როცა საქმე ჰიბრიდულ ომს და ახალი თაობის საომარ მოქმედებებს ეხება. ისინი ცდილობენ საზოგადოებაში დაპირისპირების გაღვივებას, სოციალურ მედიას იყენებენ. და ამ მიზნის მისაღწევად, სხვადასხვა ქვეყანაში ისინი ძალიან ეფექტურად მოქმედებენ. რამდენიმე ქვეყანაში ჩვენ პოპულისტი მმართველები გვყავს, რომლებსაც კრემლთან უფრო და უფრო ახლო კავშირები აქვთ, რაც შემაშფოთებელია",-განაცხადა მკვლევარმა.
აშშ-ის მოკავშირეები ახლო აღმოსავლეთში ტრამპს ირანში სახმელეთო შეჭრის დაწყებისკენ მოუწოდებენ
უკრაინამ კრასნოდარსა და ნევინომისკში Wildberry-ის საწყობებს დაარტყა. რვა ადამიანი დაშავდა
ვინ არის გენერალ-მაიორი მიხაილო დრაპატი, უკრაინის შეიარაღებული ძალების ახალი მეთაური
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)