02:30 - 27 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-04-16 17:25:11, 1631 ნახვა

საზოგადოება
სამგორის რაიონში ქიზიყის ქუჩის რეაბილიტაცია ხორციელდება

სამგორის რაიონის გამგეობა ორხევის დასახლებაში, ქიზიყის ქუჩის რეაბილიტაციას ახორციელებს.

მერიის ინფორმაციით, სამუშაოების ფარგლებში, 700-მეტრიანი ცენტრალური გზა და საცხოვრებელ სახლებთან მისასვლელი მონაკვეთები მოწესრიგდება. ასფალტის საფარი საერთო ჯამში, 4 550 კვ.მ ფართობზე დაიგება.

ქიზიყის ქუჩაზე ასფალტის საფარი დღემდე არ არსებობდა, რის გამოც, მოსახლეობას გადაადგილების პრობლემა ექმნებოდა. აღნიშნული პროექტის დასრულების შემდეგ კი ადგილობრივები განახლებული ინფრასტრუქტურით ისარგებლებენ.

მიმდინარე საგზაო სამუშაოები სამგორის რაიონის გამგებელმა კახა გულედანმა დაათვალიერა.

„სამგორის რაიონში არაერთი ქუჩა გვაქვს, სადაც ათეულობით წლის განმავლობაში საგზაო ინფრასტრუქტურა არ მოწყობილა. გამგეობისთვის მსგავსი პროექტები განსაკუთრებულად პრიორიტეტულია. ქიზიყის ქუჩაზე საგზაო ინფრასტრუქტურა დღემდე არ მოწესრიგებულა. ამჟამად, აღნიშნულ ქუჩაზე ასფალტის საფარს ვაგებთ. ასევე, ვაწესრიგებთ საცხოვრებელ სახლებთან მისასვლელ მონაკვეთებს. სამგორის გამგეობა ორხევში ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს სხვა მისამართებზეც ახორციელებს - მალე დასრულდება სააკაძის ქუჩის რეაბილიტაცია, ასფალტის საფარი უკვე დავაგეთ კაკაბაძის ქუჩაზე“, - განაცხადა კახა გულედანმა.

პროექტი სამგორის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან 285 000 ლარით დაფინანსდა.  საგზაო სამუშაოებს კომპანია „ენდი როუდი“ აწარმოებს.

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics