|
2019-04-16 12:46:31, 1181 ნახვა
პოლიტიკა
კახიძე „ოცნებას“: ეთანხმებით თუ არა ივანიშვილს, რომ გირგვლიანის საქმეში კანონი შავულიძემ დაარღვია და არა მურუსიძემ?!
შალვა შავგულიძე არის სიმბოლო სიმართლისთვის ბრძოლის, სამართლიანობისა და პრინციპულობის, და სწორედ ამიტომ დაგამარცხებთ თქვენც მურუსიძიანად, როგორც არჩევნებზე ისე, მორალურადაც ნებისმიერ დისკუსიაში, - ამ სიტყვებით „ევროპული საქართველოს“ წევრმა, ოთარ კახიძემ სამარლამენტო უმრავლესობის წევრებს, პლენარულ სხდომაზე მიმართა. დეპუტატი ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუს გამოეხმაურა და „ოცნების“ წევრებს მიმართა, ეთანხმებიან თუ არა მათი პარტიის ლიდერის განცხადებებს შალვა შავგულიძესთან დაკავშირებით. „ბიძინა ივანიშვილმა 9 აპრილს, ვრცელი ინტერვიუთი სხვადასხვა გზავნლები და მორიგი სხვადასხვა მარგალიტები გვამცნო. მაგრამ განსაკუთრებით, ჩემი ყურადღება მიიპყრო მისმა ერთ-ერთმა, ნამდვილად გამორჩეულმა გამონათქვამმა. მან განაცხადა, რომ სანდრო გირგლიანის საქმეზე კანონი შავგულიძემ დაარღვია და არა მურუსიძემ. ეს არის ციტატა, რომელიც მან თქვა. ივანიშვილის განცხადებით, სანდრო გირგვლიანის საქმეში დამნაშავე ყოფილა თურმე მისი ადვოკატი, რომელმაც ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში დაამარცხა მაშინდელი ხელისუფლება და პირდაპირ ადვოკატად მოგვევლინა ბატონი ივანიშვილი ლევან მურუსიძის, რომელიც უზენაეს სასამართლოში განიხილავდა გირგვლიანის საქმეს და რომლის პირდაპირი ვალდებულება იყო, რომ სამართლიანი სასამართლოს უფლება ყოფილიყო გარანტირებული აღნიშნულ საქმეში. თქვენი შეფასება მართლა მაინტერესებს ეთანხმებით თუ არა თქვენი პარტიის ამ განცხადებას, იზიარებთ თუ არაა იმ განცადებას, რომ გირგვლიანის საქმეში დამნაშავე იყო არა მურუსიძე, არამედ შავგულიძე?! ეს ძალიან ნიშანდობლივი განცხადებაა, ეს ნიშნავს, რომ საერთოდ არანაირი არც მორალური ღირებულები არსებობს და არის ცალსახა ფარისევლობის ზეიმი. რადგან ივანიშვილისთვის ერთადერთი ღირებულება არის სასამართლოს გაკონტროლება. შალვა შავგულიძე კი არის სიმბოლო, სწორედ სიმართლისთვის ბრძოლის, არის სიმბოლო სამართლიანობისა და პრინციპულობის და სწორედ ამიტომ დაგამარცხებთ თქვენც მურუსიძიანად, როგორც არჩევნებზე ისე, მორალურადაც ნებისმიერ დისკუსიაში“, - მიმართა საპარლამენტო უმრავლესობას ოთარ კახიძემ.
აშშ-ის მოკავშირეები ახლო აღმოსავლეთში ტრამპს ირანში სახმელეთო შეჭრის დაწყებისკენ მოუწოდებენ
უკრაინამ კრასნოდარსა და ნევინომისკში Wildberry-ის საწყობებს დაარტყა. რვა ადამიანი დაშავდა
ვინ არის გენერალ-მაიორი მიხაილო დრაპატი, უკრაინის შეიარაღებული ძალების ახალი მეთაური
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)