|
2019-04-15 13:04:25, 1404 ნახვა
საზოგადოება
თბილისის მერიის ორგანიზებით, 3D ვიდეო ინსტალაცია „ქართული ხელნაწერები“ მოეწყო
დედაქალაქის მერიის ორგანიზებით, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ქართული ენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართა. ღონისძიება საზეიმოდ გახსნა ანსამბლმა „მძლევარი“. უნივერსიტეტის ბაღში, მთელი დღის განმავლობაში, განთავსებული იყო ქართულ ენასთან დაკავშირებული შემეცნებითი ინსტალაციები და საბავშვო კუთხე. ასევე, ნიაზ დიასამიძის და ჯგუფის „33ა“ კონცერტი გაიმართა. დღის ბოლოს, სახელმწიფო ენის დღის აღსანიშნავად, თბილისის მერიის ორგანიზებით, დედაქალაქის საკრებულოს შენობაზე მოეწყო 3D ვიდეო ინსტალაცია „ქართული ხელნაწერები“, რომელზეც წარმოდგენილი იყო ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ფონდებში დაცული უნიკალური კოლექცია. თანამედროვე, კონცეპტუალური ხედვით ნაჩვენები იყო ვიზუალური ინფორმაცია ქართულ იდენტობასა და საქართველოს ინტელექტუალურ-კულტურულ წარსულზე.
(NS)
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)