|
2019-04-12 10:04:20, 1400 ნახვა
საზოგადოება
ტოკიოში საქართველოს ტურისტული პოტენციალის პრეზენტაცია გაიმართა
იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში პროექტის „საქართველო-ღვინის სამშობლო" ფარგლებში, საგამოფენო ცენტრში Warehouse Terrada იაპონური ტურისტული კომპანიების წარმომადგენლებისთვის საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ პრეზენტაცია გაიმართა. მოწვეული სტუმრებს ქართული ღვინის, ისტორიის, კულტურისა და გასტრონომიის შესახებ ინფორმაცია იაპონიაში საქართველოს საელჩოს წარმომადგენელმა დავით გოგინაშვილმა გააცნო. ღონისძიებას ესწრებოდნენ შემდეგი კომპანიების წარმომადგენლები: Intourist Japan, Toyota tsusho corporation, Turkish Air & Travel, Latera International, Europe Expres და სხვა. პრეზენტაციის დასრულების შემდგომ, ქართული და იაპონური მხარეების წარმომადგენლებს შორის საქმიანი შეხვედრები გაიმართა, სადაც დაიგეგმა სამომავლო თანამშრომლობის საკითხები. ღონისძიება სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტოს, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და იაპონიაში საქართველოს საელჩო ორგანიზებით განხორციელდა. პროექტი „საქართველო – ღვინის სამშობლო", რომლის ორგანიზატორები ღვინის ეროვნული სააგენტო და ასოციაცია „ქართული ღვინო" არიან, ხორციელდება მსოფლიოში უმსხვილესი კომპანიის Sony music communication და კომპანია TOPPAN-თან პარტნიორობით. Warehouse Terrada-ში წარმოდგენილი საგამოფენო ექსპოზიცია აერთიანებს უნიკალურ არქეოლოგიურ ექსპონატებსა და თანამედროვე ტექნოლოგიებს, რომლის კონცეფცია დაფუძნებულია ქართული ღვინის კულტურის უნიკალურობის წარმოჩენაზე.
(NS)
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)