|
2019-04-10 15:47:46, 1645 ნახვა
პოლიტიკა
„ქართულმა ოცნებამ“ ხულოში მერობის კანდიდატი წარადგინა
"ქართულმა ოცნებამ" ხულოში მერობის კანდიდატად ვახტანგ ბერიძე დაასახელა. კანდიდატის წარდგენას პარტიის წევრები და ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. მათ ადგილზე შეკრებილ მოსახლეობას სიტყვით მიმართეს, მათ შორის სიტყვით პარტიის პოლიტიკური მრჩეველი ირაკლი ღარიბაშვილის გამოვიდა. "ძალიან მიხარია, რომ დღეს, ჩვენს მეგობრებთან, ჩვენი გუნდის წევრებთან ერთად აქ ვიმყოფები და წარმოგიდგენთ ძალიან ღირსეულ კანდიდატს, ბატონ ვახტანგ ბერიძეს. მე მქონდა შესაძლებლობა გავსაუბრებოდი მოსახლეობას. მიხარია, რომ ყველა თაობის წარმომადგენელს ვხედავ დღეს აქ შეკრებილს. ვხედავ უხუცესებს, ჩვენს ღირსეულ ხალხს, ვხედავ ჩვენს დედებს, ჩვენს ძმებს, ახალგაზრდებს ვხედავ, ჩვენს ბავშვებს ვხედავ, ჩვენს მომავალს ვხედავ. ვუყურებ რა ამ ადამიანებს თვალებში, მინდა გითხრათ, რომ ჩვენ მთავრობას გვაქვს სრული ვალდებულება და ვიღებთ პასუხისმგებლობას, რომ თქვენ ერთგულად გემსახურებით. ზემო აჭარა, ეს არის ჩვენი სიამაყე, თქვენ ხართ გმირი ხალხი. სხვა არაფერია თუ არა გმირობა, რომ აქ, ზემო აჭარაში ხართ ასე ძლიერად და ინარჩუნებთ ამ ულამაზეს მხარეს. მხარეს, რომელიც გამორჩეულია თავისი უნიკალურობით და რაც მთავარია თავისი განსაკუთრებული ხალხით. თქვენს გარეშე რა თქმა უნდა ეს მხარე არ იქნებოდა ასეთი ლამაზი. მე მინდა ყველას მოთმინებისთვის გულწრფელად მადლობა გადაგიხადოთ. ჩვენმა მთავრობამ, რაც ხელისუფლებაში მოვედით, ბევრი საქმე გააკეთა, ყველა მიმართულებით გვაქვს პროგრესი, მაგრამ რა თქმა უნდა იყო შეცდომებიც. ამ შეცდომებს ჩვენს ვხედავთ და ეს არის დღევანდელი მაგალითიც, რომ დღევანდელი კანდიდატის ჩანაცვლებით ანუ ვახტანგ ბერიძის ჩანაცვლებით, ჩვენ გავაუმჯობესებთ სიტუაციას, უფრო მეტად დაგეხმარებით. კარგად გვესმის ყველა ის გამოწვევა, რომელიც ჩვენს ქვეყანას აწუხებს: სიღარიბე, უმუშევრობა, დასაქმების პრობლემა ახალგაზრდებისთვის, მეტი ჩართულობა თქვენი. გპირდებით, ჩვენი პარტიის ხელმძღვანელის ლიდერობით, ჩვენი გუნდი გპირდებით, რომ ამ პრობლემებს სწრაფად და რაც მთავარია ხარისხიანად გამოვასწორებთ. ბოლოს, მინდა გითხრათ, რომ ნურავის ნუ ექნება იმედი, ამ შემთხვევაში მინდა მივმართო ჯერ კიდევ ოპონენტებად წოდებულებს, რომლებსაც საზოგადოებაში შემოაქვთ მხოლოდ დესტრუქცია და შუღლი, დაპირისპირება და ქაოსი, ამ ადამიანების ადგილი ჩვენს საზოგადოებაში კი არა , პოლიტიკაში არ უნდა იყოს. მოძალადე მმართველების ადგილი საქართველოში აღარ უნდა დაბრუნდეს. მინდა დავასრულო გამოსვლა იმით, რომ ხულოს ჰყავს ძალიან ღირსეული დეპუტატი, ბატონი ანზორ ბოლქვაძე, გეყოლებათ ღირსეული მერი ბატონი ვახტანგ ბერიძე და გყავთ რეგიონის ხელმძღვანელი ბატონი თორნიკე, ახალგაზრდა და ენერგიული კაცი. ჩვენ ერთად გპირდებით, ერთიანი ძალისხმევით ყველა პრობლემას ეტაპობრივად გადავჭრით და ვიქნებით თქვენს სამსახურში", - განაცხადა ღარიბაშვილმა.
(NS)
ვინ არის გენერალ-მაიორი მიხაილო დრაპატი, უკრაინის შეიარაღებული ძალების ახალი მეთაური
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
Wildberries-ის საწყობის ხანძრის შედეგად მიყენებულმა ზარალმა რუსეთის 53 რეგიონის წლიურ ბიუჯეტს გადააჭარბა
რეჟიმი სუს-ის იუბილის აღსანიშნავად 80 ათას ლარს უტენდეროდ დახარჯავს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)