22:00 - 26 Jul, 2026
|
2019-04-10 12:07:26, 1481 ნახვა
საზოგადოება
თბილისის მერია: ამოყირავებული მანქანები, ჩვენთან შეთანხმებით ერთ-ერთმა კომპანიამ დადგა
თბილისის მაცხოვრებლებს დილით რამდენიმე ქუჩაზე ბოძებზე შემომდგარი ამოყირავებული მანქანების ინსტალაციები დახვდათ. „ექსპრესნიუსი“თბილისის მერიას დაუკავშირდა, რომელთა განცხადებითაც, ამოყირავებული მანქანები მერიასთან შეთანხმებით ერთ-ერთმა კომპანიამ დადგა. „ქუჩაში ბოძებზე შემომდგარი ამოყირავებული მანქანები, თბილისის მერიის კამპანია არ არის. ეს არის ერთ-ერთი კომპანიის აქცია, რომელიც შეთანხმებულია მერიასთან და რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი. ჩვენ ჯერჯერობით ვერ დაგისახელებთ, თუ რომელი კომპანიის აქცია, კომპანია თავად გადაწყვეტს როდის გააჟღეროს აქციის მიზანი“, - განაცხადეს მერიაში.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)