|
2019-04-08 11:11:13, 1351 ნახვა
საზოგადოება
ქართულმა „ქარვისფერმა ღვინომ“ OIV-ის მხარდაჭერა მოიპოვა
ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციის (OIV) სპეციალური ღვინოების ჩამონათვალში „ქართული ტრადიციული მეთოდებით დამზადებული ღვინის" შეტანის საკითხი განხილვის საბოლოო ეტაპზე გადავიდა. პარიზში, OIV-ის სათაო ოფისში გამართულ სამუშაო შეხვედრას ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან მეხუზლა დაესწრო, სადაც „ქართული ტრადიციული მეთოდებით დამზადებული ღვინის" სპეციალური ღვინოების ჩამონათვალში შეტანის საკითხმა სამუშაო ჯგუფის მხარდაჭერა მოიპოვა. OIV-ის პროცედურების შესაბამისად, საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული იქნება 2020 წელს. საფრანგეთში ვიზიტის დროს ლევან მეხუზლამ ასევე მონაწილეობა მიიღო ორგანიზაციის აღმასრულებელი კომიტეტის სხდომაში და შეხვედრები გამართა OIV-ის ხელმძღვანელობასთან. ამჟამად OIV-ის სპეციალური ღვინოების ჩამონათვალში სულ 7 ღვინოა: შუშხუნა, ცქრიალა, შემაგრებული, ლიქიორული, ბუნებრივად ტკბილი ღვინოები, „აისვაინი" და საფუვრის აპკის ქვეშ დავარგებული ღვინო. შესაბამისი პროცედურების დასრულების შემდეგ, ქართული ტრადიციული მეთოდებით დამზადებული ღვინო OIV-ის სპეციალური ღვინოების ჩამონათვალში მერვე იქნება.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)