|
2019-04-08 10:06:23, 1338 ნახვა
საზოგადოება
სკოლის გამოცდების გაუქმებასთან დაკავშირებულ კანონპროექტს დღეს კენჭს ხელახლა უყრიან
კანონპროექტს, რომელიც სკოლებში გამოსაშვები გამოცდების გაუქმებას ითვალისწინებს, პარლამენტში დღეს ხელახლა უყრიან კენჭს. დეპუტატებმა კანონპროექტი პარასკევს ჩააგდეს. როგორც მოგვიანებით გაირკვა კანონმდებლების უმრავლესობამ დარბაზში ხმაურის გამო, ვერ გაიგო თუ რას უყრიდნენ კენჭს. ოპოზიციაში აცხადებენ, რომ კანონპროექტის ჩაგდება გამიზნულაფ მოხდა. "ნაციონალური მოძრაობის" წევრის რომან გოცირიძის თქმით, საპარლამენტი უმრავლესობამ კანონპროექტს იმიტომ არ დაუჭირა მხარი, რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით გუნდში აზრთა სხვადასხვაობაა. გაბათლების კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში აცხადებს, რომ მოსწავლეები უკმაყოფილოები არ დარჩებიან. მისივე განმარტებით, საკითხზე გუნდში შეთანხმებულები არიან და ეს გადაწყვეტილი ამბავია.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)