20:31 - 26 Jul, 2026
|
2019-04-07 13:16:17, 1340 ნახვა
საზოგადოება
დიღმის მასივში, სავარაუდოდ გაზის გაჟონვის შედეგად, აფეთქება მოხდა - დაშავდა 8 ადამიანი
დიღმის მასივში, სავარაუდოდ, გაზის გაჟონვის გამო ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსში აფეთქება მოხდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, აფეთქების შედეგად 8 ადამიანი დაშავდა, ერთ-ერთი მათგანის მდგომარეობა მძიმეა. უწყების ცნობით, საცხოვრებელი კორპუსის მე-3 სართულზე მომხდარმა აფეთქებამ სამი საცხოვრებელი სახლის შიდა და გამყოფი კედლების ნგრევა გამოწვია. არცერთი დაშავებული ნანგრევებში არ მოყოლილა. აფეთქებამ დააზიანა 4 ავტომანქანა. ადგილზე მუშაობს ყველა შესაბამისი სამსახური. ამ წუთებში, მეხანძრე-მაშველების 5 ჯგუფი შენობის ნანგრევებისგან გათავისუფლების სამუშაოებს აწარმოებს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)