20:31 - 26 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-04-06 11:26:59, 1297 ნახვა

საზოგადოება
ჯაში: გამოსაშვები გამოცდების გაუქმების კანონპროექტს პარლამენტი 16 აპრილს უყრის კენჭს

განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის მარიამ ჯაშის ინფორმაციით, სკოლებში გამოსაშვები გამოცდების გაუქმების შესახებ კანონის საბოლოო კენჭისყრა 16 აპრილს დასრულდება. ამის შესახებ ჯაშმა Facebook-ის საკუთარ გვერდზე დაწერა. 

დეპუტატის თქმით, ის ძალიან წუხს, რომ პარლამენტში ტექნიკური პრობლემის გამო ვერ დასრულდა სასკოლო გამოცდების რეფორმის დამტკიცება.

"გპირდებით, რომ 16 აპრილს დამთავრდება კანონის საბოლოო კენჭისყრა. შესაბამისად საატესტატო გამოცდები მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეებისათვის არ ჩატარდება და კანონის დონეზე მოხსნილი იქნება დუბლირება საატესტატო და ეროვნულ გამოცდებს შორის. რამდენადაც დღეს პარლამენტში განვითარებულმა პროცესმა ბევრი კითხვა გააჩინა სკოლის პედაგოგებს, მოსწავლეებსა და მშობლებს შორის და პირადადაც უამრავი წერილი მივიღე, მინდა გიპასუხოთ რამდენიმე მთავარ კითხვაზე. პირველ რიგში ძალიან ვწუხვარ, რომ დღეს ტექნიკური პრობლემის გამო ვერ დასრულდა სასკოლო გამოცდების რეფორმის დამტკიცება. აბსოლუტურად გასაგებია საზოგადოების რეაქცია და პირადად მეც მთლიანად ვიზიარებ ამ შეცდომის უაღრესად კრიტიკულ შეფასებას. აქვე მინდა დაგარწმუნოთ, რომ კანონპროექტმა უკვე წარმატებით გაიარა 5 ეტაპი - 3 საკომიტეტო და 2 პლენარულ სესიაზე განხილვა და კენჭისყრა. პროცედურულად დარჩენილია მხოლოდ 1 დასკვნითი კენჭისყრა, რომელიც დასრულდება უახლოეს პლენარულ სხდომაზე - 16 აპრილს. გპირდებით, რომ 16 აპრილს დამთავრდება კანონის საბოლოო კენჭისყრა. შესაბამისად საატესტატო გამოცდები მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეებისათვის არ ჩატარდება. კანონის დონეზე მოხსნილი იქნება დუბლირება საატესტატო და ეროვნულ გამოცდებს შორის. ცენტრალიზებულად დარჩება მხოლოდ ერთიანი ეროვნული გამოცდები, როგორც უმაღლეს საფეხურზე სწავლის გაგრძელების საფუძველი", - წერს კანონმდებელი. 

 





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
აშშ-ის კონგრესმა ტრამპის შვილის ბარონის დაკითხვა მოითხოვა
აშშ-ის განცხადებით, ირანის საზღვაო ბლოკადა გრძელდება
საქართველოს განათლების სამინისტრომ სკოლის ფორმების ფასები დაამტკიცა
ევროკავშირმა სანქციები დააწესა რუსულ „ინტერ რაოზე“, რომელიც ირიბად ფლობს ენერგეტიკულ აქტივებს საქართველოში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics