17:31 - 26 Jul, 2026
|
2019-04-04 16:05:00, 1437 ნახვა
საზოგადოება
რეჟისორი გიორგი დანელია გარდაიცვალა
რეჟისორი გიორგი დანელია 88 წლის ასაკში გარდაიცვალა, - ამის შესახებ "რია ნოვოსტი" იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, გიორგი დანელიას ჯანმრთელობის მდგომარეობა თებერვალში გართულდა. მაშინ რეჟისორს ფილტვების ანთება დაუდგინდა, რის შემდეგაც მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმე იყო. ცნობისთვის, გიორგი დანელია 1930 წლის 25 აგვისტოს დაიბადა.იგი მოსკოვის არქიტექტურულ ინსტიტუტში სწავლობდა და პარალელურად ფილმებში თამაშობდა, რის შემდეგაც 1956 წელს "მოსფილმის" კურსზებზე ჩაირიცხა. დანელიას პოპულარული ფილმებია: „მიმინო“, „შემოდგომის მარათონი", „მე დავდივარ მოსკოვში“, "'პასპორტი" და სხვა. დანელიას სახალხო არტისტის წოდება 1990 წელს მიენიჭა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)