|
2019-04-03 15:48:28, 1292 ნახვა
პოლიტიკა
იური ნოზაძე ჰუნანის პროვინციის სამთავრობო დელეგაციის წევრებს შეხვდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ჰუნანის პროვინციის სამთავრობო დელეგაციის წევრებს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებისა და გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობის საკითხებზე იმსჯელეს. მინისტრის მოადგილემ მადლობა გადაუხადა ჩინეთის მხარეს მარნეულის მუნიციპალიტეტში, სოფელ შულავერში ენერგოეფექტური სათბურის პროექტის წარმატებით განხორციელებაში ეკონომიკური მხარდაჭერისთვის. აღნიშნულმა პროექტმა ხელი შეუწყო ქართველი ფერმერების გადამზადებასა და ბოსტნეულის მოვლა-მოყვანის თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვას. დელეგაციის წევრებმა ქართულ მხარეს ჰუნანის პროვინციაში სოფლის მეურნეობის დარგის განვითარების ეტაპები გააცნეს. საუბარი შეეხო ჰუნანში ჩაის კულტივაციის და ექსპორტის საკითხს, რომლის მაჩვენებლითაც პროვინცია მსოფლიო მასშტაბით მოწინავე რიგებშია. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ჩინეთში ქართული ღვინის ექსპორტის მზარდ ტენდენციას. აქცენტი გაკეთდა ქართული ჩაის რეაბილიტაციის პროექტზე, ჩაის ახალი ჯიშების შემოტანასა და ჰუნანის პროვინციის გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობაზე. დელეგაციის წევრებმა ინფორმაცია მიიღეს საქართველოში წყლის რესურსების დიდი პოტენციალისა და აკვაკულტურების განვითარების შესაძლებლობებზე. „ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ დადებული ხელშეკრულება სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებასა და სამომავლო პროექტების განხორციელებას უწყობს ხელს“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, იური ნოზაძემ. შეხვედრაზე საუბარი შეეხო მევენახეობა-მეღვინეობის კუთხით თანამშრომლობის მემორანდუმს, რომლის ფარგლებშიც ჩინეთში ქართული მარანი გაკეთდა და ქართული ჯიშის ყურძენი გაშენდა. ჰუნანის პროვინციის სავაჭრო დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის, ლი ხინქიუს თქმით, ჰუნანის პროვინცია საქართველოს მნიშვნელოვან პარტნიორად განიხილავს და სრულ მხარდაჭერას გამოხატავს შემდგომი თანამშრომლობისთვის.
(NS)
ვინ არის გენერალ-მაიორი მიხაილო დრაპატი, უკრაინის შეიარაღებული ძალების ახალი მეთაური
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
Wildberries-ის საწყობის ხანძრის შედეგად მიყენებულმა ზარალმა რუსეთის 53 რეგიონის წლიურ ბიუჯეტს გადააჭარბა
რეჟიმი სუს-ის იუბილის აღსანიშნავად 80 ათას ლარს უტენდეროდ დახარჯავს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)